30/07/2023

გამოფენა: თავისუფლების ბურჯები

30 ივლისს, 14.00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება ღონისძიება, რომლის მიზანია უკრაინის საომარი ყოველდღიურობის ასახვა. დამსწრე საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, ახლო პერსპექტივიდან დაინახოს უკრაინელების ძალისხმევა და ერთობა რუსეთის ომში, რომელიც დღემდე გრძელდება და კვლავ აქტუალურია.
ღონისძიების პროგრამა:
ფოტოგამოფენა ომის ცნობილი ფოტოგრაფების: ვიტალი იურასოვის, გიორგი ივაშჩენკოსა და სხვათა მონაწილეობით
ცოცხალი უკრაინული მუსიკა
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა უკრაინელი სამხედროების მხარდასაჭერად.
დასწრება თავისუფალია!