22/10/2023

მწერალთა სახლში გაიმართება კინოჩვენება „მამის მკვლელი"

კვირას, 22 ოქტომბერს, 17.00 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება კინოჩვენება „მამის მკვლელი".
რეჟისორი: ამო ბეკნაზაროვი
ნაწარმოების ავტორი: ალექსანდრე ყაზბეგი.
კინოჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელსაც გაუძღვებიან მენტორები - ეროვნული კინოცენტრის კინოხელოვნების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსი, მანანა სურაძე და მწერალი, ესეისტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ეკა თხილავა.
კინოჩვენება გაიმართება მწერალთა სახლის ახალი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში - „ქართული პროზა კინოში".
„ქართული პროზა კინოში" აერთიანებს ლიტერატურისა და კინოს სფეროებს. ამ რეტროსპექტივაში წარმოდგენილია ქართული ფილმების მრავალფეროვანი არჩევანი, რომელიც შთაგონებულია როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ქართველი მწერლების შემოქმედებით. ჩვენებები მწერალთა სახლში იმართება და ხელოვნების ორ სფეროს, ლიტერატურასა და კინემატოგრაფიას აერთიანებს.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.