27/10/2023

ნოდარ კაკაბაძის 100 წლის საიუბილეო საღამო

27 ოქტომბერს, 18.00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება გამოჩენილი ქართველი გერმანისტის, ნოდარ კაკაბაძის 100 წლის საიუბილეო საღამო.
ნოდარ კაკაბაძეს ეკუთვნის ნაშრომები ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობათა საკითხებზე - "კავკასია და საქართველო გერმანულ ლიტერატურაში"; "ფიქრები საქართველოს შესახებ"; "ნარკვევები XX საუკუნის გერმანული ლიტერატურიდან".
საღამოს გაუძღვებიან:
- მანანა პაიჭაძე (საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს
სახელმწიფო უნივერსიტეტი,დიმიტრი ჯანელიძის სახელობის
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, მწერალთა სახლი).
- ალექსანდრე კარტოზია (თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ოდერის ფრანკფურტის ევროპული უნივერსიტეტი).
- ნაირა გელაშვილი (კავკასიური სახლი).
- ლევან ბრეგაძე (შ.რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი).
- ლალი ქეცბა-ხუნდაძე (თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო
უნივერსიტეტი).
- მანანა გელაშვილი (თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო
უნივერსიტეტი).
- ნანა გოგოლაშვილი (თბილისის გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების
გამგეობის წევრი).
- რუსუდან ციხითათრიშვილი (თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო
უნივერსიტეტი).
- კონსტანტინე ბრეგაძე (თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო
უნივერსიტეტი, თბილისის გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების ვიცე-
პრეზიდენტი).
- ლევან ცაგარელი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი).

ნოდარ კაკაბაძის 100 წლის საიუბილეო საღამო მწერალთა სახლისა და გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების თბილისის განყოფილების ერთობლივი ღონისძიებაა.
საღამოს გაუძღვება გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების თბილისის განყოფილების პრეზიდენტი მანანა პაიჭაძე.
დასწრება თავისუფალია!