28/10/2023

კინოჩვენება - „ელისო"

28 და 29 ოქტომბერს გაიმართება კინოჩვენებები მწერალთა სახლის ახალი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში - „ქართული პროზა კინოში".
შაბათს, 28 ოქტომბერს, 17.00 საათზე გაიმართება კინოჩვენება - „ელისო".
რეჟისორი: ნიკოლოზ შენგელაია.
ნაწარმოების ავტორი: ალექსანდრე ყაზბეგი.
კვირას, 29 ოქტომბერს, 17.00 საათზე გაიმართება კინოჩვენება - „სურამის ციხე".
რეჟისორი: ივანე პერესტიანი.
ნაწარმოების ავტორი: დანიელ ჭონქაძე.
„სურამის ციხე" იყო ლიტერატურულ ნაწარმოებზე დაფუძნებული პირველი ქართული საბჭოთა ფილმი. გადაღებულია 1923 წელს.
კინოჩვენებების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელსაც გაუძღვებიან მენტორი - მწერალი, ესეისტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ეკა თხილავა.
„ქართული პროზა კინოში" აერთიანებს ლიტერატურისა და კინოს სფეროებს. ამ რეტროსპექტივაში წარმოდგენილია ქართული ფილმების მრავალფეროვანი არჩევანი, რომელიც შთაგონებულია როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ქართველი მწერლების შემოქმედებით. ჩვენებები მწერალთა სახლში იმართება და ხელოვნების ორ სფეროს, ლიტერატურასა და კინემატოგრაფიას აერთიანებს.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.