04/11/2023

კინოჩვენება - „მაგდანას ლურჯა".

4 და 5 ნოემბერს მწერალთა სახლში გაიმართება კინოჩვენებები ახალი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში - „ქართული პროზა კინოში".
შაბათს, 4 ნოემბერს, 17.00 საათზე გაიმართება კინოჩვენება „ალავერდობა".
რეჟისორი: გიორგი შენგელაია.
ნაწარმოების ავტორი: გურამ რჩეულიშვილი.
კვირას, 5 ნოემბერს, 17.00 საათზე გაიმართება კინოჩვენება - „მაგდანას ლურჯა".
რეჟისორები: თენგიზ აბულაძე და რეზო ჩხეიძე.
ნაწარმოების ავტორი: ეკატერინე გაბაშვილი.

კინოჩვენებების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელსაც გაუძღვება მენტორი - მწერალი, ესეისტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ეკა თხილავა.
„ქართული პროზა კინოში" აერთიანებს ლიტერატურისა და კინოს სფეროებს. ამ რეტროსპექტივაში წარმოდგენილია ქართული ფილმების მრავალფეროვანი არჩევანი, რომელიც შთაგონებულია როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ქართველი მწერლების შემოქმედებით. ჩვენებები მწერალთა სახლში იმართება და ხელოვნების ორ სფეროს, ლიტერატურასა და კინემატოგრაფიას აერთიანებს.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.