11 და 12 ნოემბერს გაიმართება კინოჩვენებები მწერალთა სახლის ახალი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში - „ქართული პროზა კინოში".
შაბათს, 11 ნოემბერს, 17.00 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება კინოჩვენება - „საფეხური"
რეჟისორი: ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი.
სცენარის ავტორი - ალექსანდრე რეხვიაშვილი და დავით ჩუბინიძე.
კინოჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელსაც გაუძღვება მენტორი - მწერალი, ესეისტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ეკა თხილავა და რეჟისორის, ალექსანდრე რეხვიაშვილის შვილი, ნინო რეხვიაშვილი.
კვირას, 12 ნოემბერს, 17.00 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება კინოჩვენება - „შერეკილები".
რეჟისორი: ელდარ შენგელაია.
სცენარის ავტორი: რეზო გაბრიაძე.
კინოჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელსაც გაუძღვება მენტორი - მწერალი, ესეისტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ეკა თხილავა.
„ქართული პროზა კინოში" აერთიანებს
ლიტერატურის, კინოსა და კინო დრამატურგიის სფეროებს. ამ რეტროსპექტივაში წარმოდგენილია ქართული ფილმების მრავალფეროვანი არჩევანი, რომელიც შთაგონებულია როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ქართველი მწერლების შემოქმედებით. ჩვენებები გაიმართება მწერალთა სახლში
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.