18/11/2023

კინოჩვენება - " ყინვა და პატარა მოწაფე".

18 და 19 ნოემბერს მწერალთა სახლში გაიმართება კინოჩვენებები ახალი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში - „ქართული პროზა კინოში".
შაბათს, 18 ნოემბერს, 17.00 საათზე გაიმართება კინოჩვენება „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება".
რეჟისორი: ნანა მჭედლიძე.
ნაწარმოების ავტორი: რევაზ ინანიშვილი.
კვირას, 19 ნოემბერს, 17.00 საათზე გაიმართება კინოჩვენება - " ყინვა და პატარა მოწაფე".
რეჟისორი გიორგი ოვაშვილი.
ფილმი გადაღებული ნიკო ლომოურის ამავე სახელწოდების ლექსის მიხედვით.
კინოჩვენების შემდეგ გაიმართება შეხვედრა რეჟისორ გიორგი ოვაშვილთან.
კინოჩვენებებს შემდგომ დისკუსიებს უძღვება მენტორი - მწერალი, ესეისტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ეკა თხილავა.
„ქართული პროზა კინოში" აერთიანებს ლიტერატურისა და კინოს სფეროებს. ამ რეტროსპექტივაში წარმოდგენილია ქართული ფილმების მრავალფეროვანი არჩევანი, რომელიც შთაგონებულია როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ქართველი მწერლების შემოქმედებით. ჩვენებები მწერალთა სახლში იმართება და ხელოვნების ორ სფეროს, ლიტერატურასა და კინემატოგრაფიას აერთიანებს.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.