12 დეკემბერს, 19:00 საათზე მწერალთა სახლში უკრაინელი მწერალი, მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე და გამომცემელი, ნატალია ტროჰიმი, საბავშვო წიგნის „ზღაპარი შობის ვარსკვლავზე" პრეზენტაციას გამართავს.
წიგნი გვიამბობს შობის ვარსკვლავზე, რომელსაც უკრაინისთვის სიმბოლური დატვირთვა აქვს - ომამდე ქალაქ ლვოვში ყოველწლიურად შობის პერიოდში ვარსკვლავების დიდი ფესტივალი ეწყობოდა.
ნატალია ტროჰიმის თქმით, მისთვის შთაგონების წყარო გახდა უკრაინელ ფილოსოფოს გრიგორი სკოვოროდას ფრაზა: „ყველა უხილავი არანაკლებ დიდებულია, ვიდრე ხილული". სწორედ ამიტომ, მწერალი მისსავე წიგნით ბავშვებს მოუწოდებს, საკუთარ თავში აღმოაჩინონ ის უხილავი ძალა, რომელიც მომავალში აუცილებლად იპოვის გამოვლენის ფორმებს.
გამომცემლობა: „კუნძული"
ილუსტრატორი: ლელა ცუცქირიძე
წიგნი ორენოვანია: პირველი ნაწილი არის უკრაინულ-ქართული გამოცემა, ხოლო მეორე - ქართულ-უკრაინულია.
დასწრება თავისუფალია!