25/04/2024

სიტყვა და ჰორიზონტი

წერალთა სახლი 25 აპრილიდან 13 ივნისის ჩათვლით მასპინძლობს ყოველკვირეულ შეხვედრების ციკლს ლიტერატურაზე - „სიტყვა და ჰორიზონტი". შეხვედრები შეეხება ლიტერატურის აქტუალურ თემატიკას.

ორი თვის განმავლობაში, სამი სხვადასხვა მომხსენებელი - ჟაკლინ სირაძე (ესეისტი, ფილოსოფოსი), გიორგი ბარამიძე (ფილოსოფოსი) და სოფიო მოდებაძე (მუსიკის თეორეტიკოსი, ფილოსოფოსი) გაუძღვებიან შეხვედრებს მრავალფეროვანი თემატიკით. დასწრება თავისუფალია.

დასაწყისი - 19:00

გელით!