მწერალთა სახლისა და თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-5 საერთაშორისო ინტერნეტფესტივალ „დიოგენე 2024"-ის პარტნიორობით, მწერალთა სახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართება გამარჯვებული ფილმების დაჯილდოება და ფესტივალის დახურვის ცერემონიალი.
იმავე საღამოს მოეწყობა „დიოგენე 2024"-ის საერთაშორისო ჟიურის წევრების - სერგეი კასკის (ესტონეთი), მერაბ ემინაშვილისა და ნიკა ჯანჯღავას (საქართველო) ფოტოგამოფენა.
დასწრება თავისუფალია.მის: მწერალთა სახლი. ივანე მაჩაბლის ქუჩა N13