მთარგმნელობითი პროგრამის „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“, 2020 წლის პირველი პერიოდის ფარგლებში, 17 პროექტი დაფინანსდება

თარიღი : 26.12.2019

უცხოელი გამომცემლებისთვის გამოცხადებული მთარგმნელობითი პროგრამის „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ 2020 წლის პირველი სააპლიკაციო პერიოდის ფარგლებში შემოსული განაცხადებიდან, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მწერალთა სახლის მიერ დაფინანსდება 17 საერთაშორისო პროექტი:

საფრანგეთი

გრიგოლ რობაქიძე - „გველის პერანგი“ - Ginkgo Éditeur / SARL TI Communication

პაატა შამუგია - „შიზოგადოება“ - La Traductière

ბასა ჯანიკაშვილი - „გაბრაზებული ჩიტი“ - L’Espace d’un instant (Maison d’Europe et d’Orient)

გერმანია

არჩილ სულაკაური - „სალამურას თავგადასავალი“ - Handrick Verlag

დათო ტურაშვილი - „სხვა ამსტერდამი“ - Weidle Verlag

ბექა ადამაშვილი - „ამ რომანში ყველა კვდება“ - Verlag Voland & Quist

ეგნატე ნინოშვილი - „მოთხრობების კრებული“ - POP-Verlag Ludwigsburg

გიორგი კაკაბაძე - „ფიროსმანი“ - Dr. Ludwig Reichert Verlag

ავსტრია

თამარ თანდაშვილი - „მატერიკონი“ - Residenz Verlag

შვეიცარია

თათია ნადარეიშვილი - „ბამბუკის ტევრში“ - Baobab Books

დიდი ბრიტანეთი

ნანა ექვთიმიშვილი - „მსხლების მინდორი“ - Pierene Press Ltd

ბექა ადამაშვილი - „ბესტსელერი“ - Dedalus Limited

საბერძნეთი

ბესიკ ხარანაული - „ხეიბარი თოჯინა“ - Vakxikon Publications

ახალგაზრდა ქართველი პოეტების ანთოლოგია - Vakxikon Publications

ლატვია

მალხაზ ჯაჯანიძე, არტურ იურკევიჩი - „დამარხული ვაზი“ - Janis Roze Publishers

უკრაინა

გიორგი კეკელიძე - „მინიატურები“ - Publishing and Printing House PE “TES”

მაკედონია

ეკა ტაბლიაშვილი - „პატარა ობობას საათი“ - Publishing House Prozart Media