მთარგმნელობითი პროგრამის „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ 2022 წლის პირველი სააპლიკაციო პერიოდის ფარგლებში 12 პროექტი დაფინანსდება

თარიღი : 22.12.2021

 

უცხოელი გამომცემლებისთვის გამოცხადებული მთარგმნელობითი პროგრამის „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ 2022 წლის პირველი სააპლიკაციო პერიოდის ფარგლებში შემოსული განაცხადებიდან, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მწერალთა სახლის მიერ დაფინანსდება 12 პროექტი:

 

 

 

საფრანგეთი

  • „პოეზიის ანთოლოგია“ - ვახტანგ ჯავახაძე, ტარიელ ჭანტურია, ბესიკ ხარანაული, ბათუ დანელია, თემურ ჩხეტიანი, ნუგზარ ზაზანაშვილი, შოთა იათაშვილი, გაგა ნახუცრიშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, მანონ ბულისკერია, ირმა ბერიძე, ნანა ქელეხიძე, გიორგი ლობჟანიძე, სოსო მეშველიანი, ნანა აკობიძე, ქეთი გზირიშვილი, ნიკა ჯორჯანელი, თათია მთვარელიძე, სალომე ბენიძე, გიორგი არაბული  - Éditions Caractères

  • მიხეილ ჯავახიშვილი - „ლამბალო და ყაშა“ - Éditions Caractères

  • კონსტანტინე გამსახურდია - „დიონისოს ღიმილი“ - Ginkgo Editeur

  • ლევან ბერძენიშვილი - „წმინდა წყვდიადი“ - Les Éditions Noir sur Blanc

  • ბონდო მაცაბერიძე - „ზღაპრები ბექნა ბიჭზე და თეკლა გოგოზე“ - Meduza


გერმანია

  • აბო იაშაღაშვილი  - „განჯის კარი “ - Mitteldeutscher Verlag

  • ბესო სოლომონაშვილი „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“ – Wieser Verlag

  • ვასო გულეური - „შარლოტა და მისი მეგობრები“ - Pop Verlag Ludwigsburg

  • ნოდარ დუმბაძე - „მოთხრობების კრებული“ - Dagyeli Verlag


პორტუგალია

  • ნანა ექვთიმიშვილი - „მსხლების მინდორი“ - Publicações Dom Quixote


თურქეთი

  • „პოეზიის ანთოლოგია“ - ილია ჭავჭავაძე, ტიციან ტაბიძე, ნიკოლო მიწიშვილი, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, სიმონ ჩიქოვანი, გრიგოლ აბაშიძე, გიორგი ლეონიძე, იოსებ ნონეშვილი, ირაკლი აბაშიძე, ანა კალანდაძე, ოთარ ჭილაძე, მირზა გელოვანი, ტერენტი გრანელი, არჩილ სულაკაური, ტარიელ ჭანტურია, მარი აბრამიშვილი, ნაზი კილასონია, ლადო ასათიანი, მიხეილ ქვლივიძე, ჯანო ჯანელიძე, შოთა ნიშნიანიძე, ვახუშტი კოტეტიშვილი - Kenan Yücel -VE Publishing House


აზერბაიჯანი

  • კატო ჯავახიშვილი - „იავნანა კაცებისთვის“ - Alatoran Publishing