თარიღი : 27.06.2022
2022 წლის 5-9 სექტემბერს, ქალაქ ათენში მწერალთა სახლის ორგანიზებით, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით თანამშრომლობით, გაიმართება მთარგმნელობითი სემინარი ქართულიდან ბერძნულ ენაზე მთარგმნელთათვის.
სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელებს, რომლებიც მხატვრულ ლიტერატურას ქართულიდან ბერძნულად თარგმნიან. 5 დღის განმავლობაში სემინარის 6 მონაწილეს შესაძლებლობა ექნება ერთობლივად განიხილოს სათარგმნად შერჩეული ტექსტები. მთარგმნელთა ჯგუფი იმუშავებს როგორც ერთად, ასევე ინდივიდუალურად და დისკუსიებს გამართავენ სათარგმნად შერჩეულ ტექსტებთან დაკავშირებით. სემინარის განმავლობაში მთარგმენელები გაარჩევენ კონკრეტულ პრობლემურ ამონარიდებს სათარგმნად არჩეული ტექსტებიდან და სემინარის ხელმძღვანელთან და თანახელმძღვანელთან ერთად თარგმანთან დაკავშირებულ სხვადასხვა ვერსიას განიხილავენ. ასევე ისაუბრებენ იმ აქტუალურ პრობლემებზე, რომლებიც ზოგადად მხატვრული თარგმანის შესრულებისას იჩენს ხოლმე თავს.
სემინარის ხელმძღვანელი: დიმიტრის ცეკურასი
თანახელმძღვანელი: ანინა გოგოხია
სემინარის ხანგრძლივობა: 5 დღე, 5-9 სექტემბერი 2022 წელი
ლოკაცია: საქართველოს საელჩო საბერძნეთში, ათენი
მთარგმნელობითი სემინარის პირობები და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ მითითებულ ბმულებზე:
სემინარის პირობები: https://bit.ly/3I4ZhZa
სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/3u6DfiJ