გამოფენა „კონკრეტული პოეზიის სასახლე“

თარიღი : 24.08.2022

 

9 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით მწერალთა სახლი უმასპინძლებს გამოფენას „კონკრეტული პოეზიის სასახლე“.

გამოფენის კონცენფციაა დიალოგი სხვადასხვა თაობის ხელოვანებს შორის, რომელთა პრაქტიკა კონკრეტული პოეზიის ცნებასთან არის დაკავშირებული.

1950-იანი და 1960-იანი წლების გასაყარზე ეს საერთაშორისო და ინტერდისციპლინარული მოძრაობა იმ სურვილზე დაყრდნობით გაჩნდა, რომ ლიტერატურის და ვიზუალური ხელოვნების კვეთაზე პოეზიის გადააზრება მომხდარიყო, ხოლო ამ სფეროსთვის მეტი ექსპერიმენტალურობის მიცემა ყოფილიყო შესაძლებელი.

გამოფენა კრავს კონკრეტული პოეზიის პიონერების (ბოჰუმილა გროგეროვა, სუზან ჰოუი, ფერდინანდ ქრიუეტი, ევა პარტუმი), მათი მიმდევრების (პაველ ბუჰლერი, ქეთი კაპანაძე, იანის ქერბელი, იან შერიხი, სუ თომპკინსი) და უახლესი თაობის წარმომადგენელების (დევიდ ჰორვიტცი, ბარბარა კაპუსტა) შემოქმედებას, რომლებიც ამ საკითხს წინ, თანამედროვეობაში სწევენ და მუშაობენ (პოსტ)დიგიტალური მიდგომებით ვიზუალური პოეზიის განხრით.
წარმოდგენილი ნამუშევრები, რამდენიმე გამონაკლისით, სპეციალურად ამ გამოფენისთვის არის შექმნილი.
გამოფენა თბილისის ერთ-ერთი არქტიტექტურული საგანძურის, მწერალთა სახლის, არტ ნუვოს ინტერიერს ამშვენებს.

გამოფენა ჩეხური გრძელვადიანი პროექტის Ora et Lege-ის (ილოცე და წაიკითხე) ფარგლებში ტარდება.
Ora et Lege ასევე უნიკალური პროექტია იმ მხრივ, რომ ის თემატურად აკავშირებს თანამედროვე ხელოვნების წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ ტექსტზე. პროექტი თავისთავად ჩაისახა როგორც მცირე ბიენალე (მომავალი 2023 წ. ჩატარდება), რომელიც ორ წელიწადში ერთხელ აღმოსავლეთ ბოჰემიის ბროუმოვის მონასტერში ჩატარდება. ბიენალეს წლებს შორის არსებულ „ზედმეტ“ წელიწადს კი, საგანმანათლებლო პროგრამა და გამოფენა საზღვარგარეთ ინაცვლებს.

„კონკრეტული პოეზიის სასახლე“ შთაგონებულია ჩეხი ხელოვანის, ბოჰუმილია გროგეროვას პასუხით კითხვაზე, რომელიც მისი ექსპერიმენტალური პოეზიის სპირიტუალური იმპულსების საწყისს ეხებოდა.

გროგეროვამ იოანეს სახარების ცნობილი პროლოგი გამოიყენა, რომელიც ამბობს: „დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.“ მან დასძინა: „ბიბლიის თანახმად, ენა წინ უსწრებს შექმნას და შესაბამისად ის რასაც არ ჰქონდა სახელი - არ არსებობდა“.

პროექტი განხორციელდა საქართველოს მწერალთა სახლის და ე.ა. საგამოფენო სივრცესთან თანამშრომლობით.
✔გამოფენა თბილისის საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალის (9-14 სექტემბერი, 2022) და თბილისის ხელოვნების ბაზრობის (22-25 სექტემბერი) ოფიციალური პროგრამის ნაწილია.
✔მის რეალიზებასხელს უწყობს ჩეხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, ჩეხეთის რესპუბლიკის კულტურის სახელმწიფო ფონდი, Hradec Králové რეგიონი, თბილისის ჩეხეთის ცენტრი და United Hydrogen.

 

  • თარიღი: 9 სექტემბერი - 9 ოქტომბერი
  • მისამართი: მწერალთა სახლი | ქ. თბილისი, ივანე მაჩაბლის ქ. N13


გამოფენის კურატორი: მონიკა ჩეჯკოვა

დასწრება თავისუფალია.