მთარგმნელობითი პროგრამის „უცხოური ლიტერატურა ქართულ თარგმანებში“ 2023 წლის სააპლიკაციო პერიოდის ფარგლებში, 13 პროექტი დაფინანსდება

თარიღი : 17.02.2023

 

 

ქართველი გამომცემლებისთვის გამოცხადებული მთარგმნელობითი პროგრამის „უცხოური ლიტერატურა ქართულ თარგმანებში“ 2023 წლის სააპლიკაციო პერიოდის ფარგლებში შემოსული განაცხადებიდან, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მწერალთა სახლის მიერ დაფინანსდება 13 პროექტი:

 

 

•        ჩიგოზი ობიომა „უმცირესობათა ორკესტრი“ - გამომცემლობა პალიტრა L - მთარგმნელი ეკატერინე მაჩიტიძე

•       „ხეთური მითები და ზღაპრები“ - გამომცემლობა „აკადემიური წიგნი“ - მთარგმნელი მაია ღამბაშიძე

•       ჰენრი ჯეიმზი „დეიზი მილერი, წერილების დასტა, მხეცი ჯუნგლებში“ - გამომცემლობა  არტანუჯი - მთარგმნელი გია ბერაძე

•       პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი „ნაღვლიანი ელეგიები“, „წერილები პონტოდან“ - გამომცემლობა  არტანუჯი - მთარგმნელი მანანა ღარიბაშვილი

•       სკინერი „უოლდენ ორი“ - გამომცემლობა ინტელექტი - მთარგმნელი მედეა რუსიშვილი

•       მარჯან ქამალი „საკანცელარიო მაღაზია“ - ქარჩხაძის გამომცემლობა - მთარგმნელი თეონა ბითაძე

•       ჰანა არენდტი „აიხმანი იერუსალიმში: ბოროტების ბანალურობის ანგარიში“ - გამომცემლობა დიოგენე - მთარგმნელი თამარ ლომიძე

•       ზიგმუნდ ფროიდი „სიზმრის ანალიზი“ - გამომცემლობა დიოგენე - მთარგმნელი მაია ბადრიძე

•       შერვუდ ანდერსონი „უაინსბურგი, ოჰაიო“ - გამომცემლობა წიგნები ბათუმში - მთარგმნელი ელისო ფანცხავა

•       იუკიო მიშიმა „გაზაფხულის თოვლი“ - სულაკაურის გამომცემლობა - მთარგმნელი თათია მემარნიშვილი

•       სეზარ აირა „ეპიზოდი მოგზაური მხატვრის ცხოვრებიდან“, „როგორ გავხდი მონაზონი“, „მოჩვენებები“ - გამომცემლობა პოლინომიალი - მთარგმნელი ელისაბედ (დოდო) ყვავილაშვილი

•       მარის კონდე „მე, ტიტუბა, შავი გრძნეული სეილემიდან“ - გამომცემლობა პოლინომიალი - მთარგმნელი პაატა ჯავახიშვილი

•       რიჩარდ შეხნერი „გარემოს თეატრი“ - საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრი“ - მთარგმნელი ქეთევან გრძელიძე