5 მაისს, თესალონიკის წიგნის ბაზრობაზე, გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ ბერძნულენოვან თარგმანს წარადგენენ.
მოთხრობა ბერძნულად მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებული მთარგმნელობითი სემინარის ფარგლებში ითარგმნა და მიმდინარე წელს მას ბერძნული გამომცემლობა გამოსცემს. წიგნის თარგმანზე ერთობლივად იმუშავეს ბერძენმა მწერალმა და ენათმეცნიერმა დიმიტრის ცეკურასმა და ქართველმა
ელინისტებმა: ანინა გოგოხიამ, თამარ ალავერდაშვილმა, ანი უძილაურმა, ვერიკო მგელაძემ, ეკა ჯანაშიამ და მარი სალაღაიამ.
მონაწილეები: დიმიტრის ცეკურასი და ანინა გოგოხია
მოდერაცია: მარია პარასკევა