მთარგმნელობითი სემინარი ქართულიდან ესპანურ ენაზე მთარგმნელთათვის

თარიღი : 12.05.2023

2023 წლის 12-15 ივლისს, მწერალთა სახლში მთარგმნელობითი სემინარი გაიმართება. მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელებს, რომლებიც ქართულიდან ესპანურად თარგმნიან. სემინარის მონაწილეებს 4 დღის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ, ერთობლივად განიხილონ სათარგმნად შერჩეული ტექსტები. სემინარზე მთარგმნელები გაარჩევენ კონკრეტულ პრობლემურ ამონარიდებს ორიგინალი ტექსტებიდან და სემინარის ხელმძღვანელთან და თანახელმძღვანელთან ერთად, თარგმანთან დაკავშირებულ  სხვადასხვა ვერსიას განიხილავენ. ასევე ისაუბრებენ იმ აქტუალურ პრობლემებზე, რომლებიც ზოგადად მხატვრული თარგმანის შესრულებისას იჩენს ხოლმე თავს. მთარგმნელთა ჯგუფი იმუშავებს როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე.

სემინარის ხელმძღვანელი და თანახელმძღვანელი: Valerie Miles, ლანა კალანდია.

მონაწილეები: სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლია 6 მთარგმნელს. მთარგმნელებს შეუძლიათ, სათარგმნი ტექსტი თავად შეარჩიონ, თუმცა სასურველია უპირატესობა მიენიჭოს ისეთ ტექსტებს, რომლებიც ჯერ არ თარგმნილა.

სემინარის ხანგრძლივობა: 4 დღე, 12-15 ივლისი, 2023 წელი

ლოკაცია: მწერალთა სახლი, თბილისი, მაჩაბლის 13.

ხარჯები: სემინარში მონაწილეობა უფასოა, შესვენებებზე გათვალისწინებულია კვება.

მოთხოვნილი დოკუმენტაცია:

სააპლიკაციო ფორმა 

- აპლიკანტის მიერ შესრულებული თარგმანის 3 გვერდი (30 lines of 60 characters, double-spaced, line numbers in the margin) (მხატვრული პროზა, პიესა, ესე, საბავშვო ნაწარმოები)

- სათარგმნად შერჩეული ტექსტის ამონარიდის დედანი

- ნაწარმოების მოკლე დახასიათება და აღნიშნული ტექსტის თარგმნის თავისებურება (1 გვერდამდე).

გთხოვთ, მოთხოვნილი საბუთები მოგვაწოდოთ ცალ-ცალკე დოკუმენტებად (.doc, .docx ან .pdf  ფორმატში). ყველა დოკუმენტს დაარქვით შესაბამისი სახელი და გააგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: smaghlakelidze@writershouse.ge

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 12 ივნისი.

კონკურსის შედეგებს გაცნობებთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

Call details