დაჩა მარაინის ბიოგრაფია

თარიღი : 26.08.2024

საყოველთაოდ აღიარებული იტალიელი პროზაიკოსის, პოეტის, დრამატურგის, რეჟისორის, სცენარისიტის, პუბლიცისტის, კინოდოკუმენტალისტის, ჟურნალისტის, მთარგმნელის, დაჩა მარაინის მრავალრიცხოვანი რომანი, პიესა, ლექსი თუ ესეისტური ნაშრომი მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო პრესტიჟული ლიტერატურული პრემია აქვს მოპოვებული; დაჩა მარაინის მინიჭებული აქვს ეროვნული თუ უცხოეთის უნივერსიტეტების დოქტორის საპატიო წოდება; რამდენჯერმე წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე.
დაჩა მარაინის ნაწარმოებთა უმეტესობა მასკულისტურ საზოგადოებაში ქალის აუტანელ ყოფას ეხება, თუმცა იგი არამხოლოდ კალმით იბრძვის ყოველგვარი უსამართლობის წინააღმდეგ, არამედ სამოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული,ჩაბმულია ფემინისტურ მოძრაობაში და აქტიურად იცავს ქალთა, ლტოლვილთა თუ უმცირესობათა უფლებებს, ებრძვის რასიზმს და ისლამის დემონიზაციას,აღვირახსნილ ფუფუნებასა და ბავშვთა ჩაგვრას; ეწევა ქველმოქმედებას და უანგაროდ ხელმძღვანელობს ლიტერატურული დაოსტატების კურსებსა თუ ლიტერატურულ ფესტივალებს; ბევრს მოგზაურობს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ახალგაზრდებთან შეხვედრასა და დიალოგს. 

დაჩა მარაინი დაიბადა 1936 წელს ფლორენციის პროვინციის ქალაქ ფიეზოლეში.დედა - ტოპაზია, პროფესიით მხატვარი და სიცილიური არისტოკრატული გვარის ალიატა სალაპარუტას ჩამომავალი, თავის მხრივ, დედით ჩილელი იყო (სონიაორტუზარ ოვალე, ჩილელი დიპლომატის ქალიშვილი და ოპერის მომღერალი). მამა - ფოსკო მარაინი - ნახევრად ინგლისელი (მისი დედა, ცნობილი ინგლისელი მწერალიიოი პავლოვსკა გროსი, თავის მხრივ, იყო ნახევრად პოლონელი), - იყო ცნობილიმწერალი და ანთროპოლოგი, მრავალი ნაშრომისა და ფოტოგრაფიული ალბომისავტორი ტიბეტისა და იაპონიის შესახებ; 

1938 წელს ფოსკო მარაინი მთელი ოჯახით იაპონიაში, კერძოდ, ჰოკაიდოში გადაშენების გზაზე მყოფი ქერა და ცისფერთვალება ტომის ჰაინუს (სავარაუდოდ,კავკასიიდან წასული ტომის) შესასწავლად გაემგზავრა. 

1943 წელს იტალიასა და გერმანიასთან ალიანსში მყოფმა იაპონიის მთავრობამ ცოლ-ქმარ მარაინებს მოსთხოვა ხელი მოეწერათ სალოს ფაშისტური რესპუბლიკის მხარდამჭერთა პაქტზე და სასტიკი უარის გამო ანტიფაშისტი ცოლ-ქმარი მცირეწლოვან სამ ქალიშვილთან ერთად ნაგოიას საკონცენტრაციო ბანაკში გაამწესა. უკიდურესი შიმშილის, სიცივისა და დამცირების ორწლიანი ტყვეობა მეორე მსოფლიო ომთან ერთად დასრულდა და ამერიკელების მიერ გათავისუფლებული მარაინების ოჯახი გემით სიცილიაში, ალიატების მოშლილ და გაღარიბებულ მამულში, ბაგერიაში დაბრუნდა. 

პირველ დაწყებითი განათლების მიღებისა და პალერმოს გარიბალდის სახელობის ლიცეუმის დამთავრების შემდეგ თვრამეტი წლის დაჩა მარაინი მეუღლეს გაშორებულ მამასთან რომში გადადის საცხოვრებლად, აქვე აგრძელებს სწავლასდა პარალელურად, ხელმოკლეობის გამო, მუშაობს ხან არქივში, ხან ფოტოგრაფის თანაშემწედ, ხან მდივნად. ოცდაერთი წლის ასაკში მეგობრებთან ერთად აარსებს ჟურნალს სახელწოდებით „ლიტერატურის დრო". იმავე პერიოდში იწყებს თანამშრომლობას ლიტერატურულ ჟურნალებთან „პარაგონი", „ახალი არგუმენტები" და „ილ მონდო". 

1959 წელს ცოლად მიჰყვება მილანელ მხატვარს ლუჩო პოცის, რომელსაც მალევე გაშორდება. 

1962 წელს გამოსცემს პირველ რომანს „არდადეგები", რომლის წინასიტყვაობა ეკუთვნის ალბერტო მორავიას, იმავე წელს უკვე სახელგანთქმული მწერალი ელზა მორანტეს მიატოვებს და მათი სიყვარული ოთხმოციან წლებამდე გასტანს;მომდევნო წელს ხელნაწერი რომანისათვის „უქეიფობის ასაკი" იმსახურებს გამომცემელთა საერთაშორისო პრემიას სახელწოდებით „ფორმენტორი";1966 წელს გამოსცემს პოეტურ კრებულს სათაურით „ სისასტიკე ღია ცის ქვეშ".

1967 წელს გამოდის მისი მესამე რომანი „მეხსიერებით"; ამავე წელს ცნობილ ინტელექტუალებთან ერთად აარსებს თეატრს სახელწოდებით „მაჩვზღარბას თეატრი", სადაც იდგმება მისი პიესა "შანტაჟი თეატრის წინააღმდეგ" და რომელსაც სხვა ახალ პიესებთან ერთად გამომცემლობა „ეინაუდი" დასტამბავს.

1968 წელს გამოდის მისი მოთხრობების კრებული „ჩემი ქმარი"; ამ პერიოდიდან იწყება დაჩა მარაინის დაინტერესება სოციალური საკითხებით, ადამიანისა და განსაკუთრებით ქალთა უფლებით. მანამდე, 1964 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობისას გაიცნობს ფემინისტ კატრინ კლევერს და სამშობლოში დაბრუნებისთანავე აქტიურად ჩაებმება ფემინისტურ მოძრაობაში. 1968 წელსვე იდგმება სცენაზე მისი პიესები „ როლის შესრულება სცენაზე" და „ვენერა"; წერს პროზაულ ნაწარმოებს „მანიფესტი ციხიდან", მოგვიანებით პიესებს „ჩენტოჩელე,ფაშიზმის წლები" და „სრულყოფილი ქალი", ეს უკანასკნელი წარმატებით იდგმება ვენეციის თეატრის სცენაზე და მასში წამოჭრილი აბორტის თემის გამო ვენეტოელი სასულიერო პირების სასტიკ პროტესტს იწვევს. 

1973 წელი დაჩა მარაინისათვის ფრიად ნაყოფიერი გამოდგა: გამოდის მისი რომანი„ ქურდი ქალის მოგონებები", რომლის მიხედვითაც გადაიღეს ფილმი „ქურდიტერეზა" მონიკა ვიტის შესრულებით; პიესების კრებული „გაუმარჯოს იტალიას",ინტერვიუების კრებული „ და შენ ვინა ხარ?"; იმავე წელს თეატრალური „კომპანიაბლუს" დაშლის შემდეგ აარსებს ახალ თეატრს „მადალენა", რომელსაც მხოლოდ ქალები ხელმძღვანელობენ და რომლის სცენაზეც 1978 წელს იდგმება მისი პიესა „მეძავი ქალის დიალოგი კლიენტთან"; მომდევნო წლებში ეს პიესა დაიდგა ბრიუსელის, პარიზის, ლონდონის და თოთხმეტი ქვეყნის სცენებზე. „მადალენას"სცენაზე ასევე დაიდგა მისი პიესა „ მონაზონი ხუანა". 

1974 წელს დაჩა მარაინი აქვეყნებს ფემინისტური ხასიათის პოეზიის კრებულს „ჩემო ქალებო" და ორტომეულს „თეატრის შექმნა," რომელიც მოიცავს მის ოცდაათწლიან მოღვაწეობას თეატრის სფეროში.
1975 წელს გამოდის რომანი „ქალი ომში", რომელიც მოგვიანებით ექვს ენაზე ითარგმნა; ამავე წელს აქვეყნებს პიესას „მარიამ სტიუარტი", რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოუპოვა, ოცდაორ ენაზე ითარგმნა და დაიდგა.
1978 წელს გამოდის პოეტური კრებული „გნებავს, შემჭამე".
1980 წელს მსახიობ პიერა დელი ესპოსტისთან ერთად წერს წიგნს „პიერას ამბავი", რომელიც მოგვიანებით ფილმად იქცა მარჩელო მასტროიანის მონაწილეობით.
1981 წელს გამოდის „კლიტემნესტრას სიზმრები და სხვა პიესები", ასვე რომანი „წერილი მარინას".
1982 წელს გამოდის პოეზიის კრებული „დავიწყების დავიწყება"; იმავე წელს პიესა „სიყვარულის გაკვეთილები".
1984 წელს აქვეყნებს რომანს „ ჰელსინკისაკენ მიმავალი მატარებელი", რომელიც ხუთ ენაზე ითარგმნა.
1985 წელს გამოცემულმა რომანმა „ იზოლინა" ფრეგენის საერთაშორისო პრემია მოიპოვა.
1986 წელს იბეჭდება „ალბერტო - ბავშვი", ვრცელი ინტერვიუ ალბერტო მორავიასა და მის დებთან.
1987 წელს გამომცემლობა „რიცოლი" აქვეყნებს ადრე პრესაში დაბეჭდილ ერთწიგნად შეკრულ მის პუბლიცისტურ წერილებს სათაურით „ ქერა, შავგვრემანი და სახედარი".
1990 წელს დაჩა მარაინი აქვეყნებს რომანს „მარიანა უკრიას ხანგრძლივი ცხოვრება",რომელმაც იმავე წელს კამპიელოს პრემია მოიპოვა და თუ მანამდე მისი წიგნების 40-50 ათასი ეგზემპლარი იყიდებოდა, ამ რომანის მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა,სამოცდათხუთმეტჯერ გამოიცა და ოცდახუთ ენაზე ითარგმნა; „მარიანა უკრიასხანგრძლივი ცხოვრება" არაერთი თეატრის სცენაზე დაიდგა და ფილმადაც გადაიღეს.
1991 წელს გამოდის პოეტური კრებული „მელიის ნაბიჯით მოგზაურობისას",რომელიც ქალაქ პენეს პრემიით დაჯილდოვდა. იმავე წელს დაიბეჭდა პიესა „ვერონიკა, კურტიზანი და მწერალი", რომელმაც მომდევნო წელს „ფონდო ლაპასტორას" პრემია დაიმსახურა.
1993 წელს - რომანი „ბაგერია".
1993 წელს - "მადამ ბოვარისადმი" მიძღვნილი კვლევა „ემას ძებნაში".
1994 წელს გამოდის რომანი „ხმები", რომელიც ამავე სახელწოდების ფილმად იქცა.
1996 წელს დაისტამბა პუბლიცისტური ნაშრომი „ არალეგალი ბორტზე".
1996 წელს - საბავშვო წიგნი „ გოგონასათვის მოყოლილი ამბები ძაღლების შესახებ" (დაჯილდოვდა ანდერსენის პრემიით).
1997 წელს - რომანი " თავისთავად ტკბილი".
1998 წელს - პოეზიის ანთოლოგია „თუ ძლიერ გიყვარს".
1999 წელს გამოცემული მოთხრობების კრებული „წყვდიადი" სტრეგას პრემიით აღინიშნება.
2001 წელს გამოდის „კობესაკენ მიმავალი გემი", რომელშიც ავტორი გამოიხმობს იაპონიაში საკონცენტრაციო ბანაკში გატარებული დღეების რამდენიმე ფრაგმენტს.
2001 წელს - საბავშვო ზღაპრების კრებული „ცხვარი სახელად დოლი".
2002 წელს გამოსცემს წიგნს „წერის სიყვარული", რომელიც დაიბადა მისივე საავტორო სატელევიზიო გადაცემის „მე ვწერ, შენ წერ" შედეგად.
2004 წელს რომანს „კოლომბა."
2007 წელს გამოდის მამისადმი მიძღვნილი წიგნი „სამყაროს თამაში. წარმოსახვითი დიალოგი მამასა და ქალიშვილს შორის". ამავე წელს - „ აჩქარებული ნაბიჯები",რომელიც ქალზე ძალადობას ეძღვნება და რომელიც ავტორმა შემდეგ პიესად გადააკეთა.
2008 წელს - რომანს „ უკანასკნელი ღამის მატარებელი"
2009 წელს - მოთხრობების კრებულს „გოგონა მაკუედას ქუჩიდან".
2010 წელს გამოდის სტატიების კრებული მოგზაურობის შესახებ „სხვა მხარეების საცდური".
2011 წელს - მოგონებათა წიგნი „ დიდი დღესასწაული".
2012 წელს - მოთხრობების კრებული „მოპარული სიყვარული".
2013 წელს - რომანი „კიარა ასიზელი, ქება დაუმორჩილებლობისა".
2015 წელს - რომანი „გოგონა და მეოცნებე კაცი".
2017 წელს - „სამი ქალი. სიყვარულისა და უსიყვარულობის ამბავი".
2018 წელს - „ბედნიერი სხეული. ამბავი ქალების, რევოლუციებისა და შვილისა,რომელიც მიდის".
2020 წელს - „ტრიო. ორი მეგობარი ქალის, კაცისა და შავი ჭირის ისტორია მესინაში".
2020 წელს კიარა ვალენტინისთან ერთად გამოსცემს პუბლიცისტურ კრებულს„ქალთა სიმამაცე".
2021 წელს - პუბლიცისტურ კრებულს „სკოლა გადაგვარჩენს".
2021 წელს გამოსცემს „კორიერე დელა სერაში" (რომლის მესვეტეა)გამოქვეყნებული სტატიების კრებულს „თავაზიანი რევოლუცია. რეფლექსიებიქვეყანაზე, რომელიც იცვლება".
2022 წელს - რეპორტაჟების, სტატიების კრებულს „მზერა აღმოსავლეთისაკენ".
2023 წელს - „იპაციას სახელით. რეფლექსიები ქალის ბედზე".
2023 წელს პაზოლინისადმი მიძღვნილ წიგნს „ ძვირფასო პიერ პაოლო".
2023 წელს თითქმის ოთხმოცწლიანი დუმილის შემდეგ აქვეყნებს იაპონიისსაკონცენტრაციო ბანაკში გატარებული წლების მოგონებებს „ცხოვრება ჩემი". 

 

ამონარიდები წიგნიდან ,,წერის სიყვარული''


მკითხველის გარეშე წერა არ არსებობს და წერის თვინიერ ვერც მკითხველი იარსებებს.

.....
წინამდებარე წიგნი „წერის სიყვარული" სწორედ იმ სიამოვნების განცდისათვის დაიბადა, რასაც დაჩას მიერ წიგნებზე საუბარს მოაქვს და იმ დაუოკებელი მოთხოვნილების გამოც, ჩვენ, მკითხველებს რომ გვაერთიანებს, მათ, ვისაც უყვარს მოსმენა, მათ, ვისაც წერა უყვარს და წერასაც უყვარს ისინი.
.....

ეს წიგნი სახელმძღვანელო არ არის: მასში ვერ ნახავთ, მაგალითად, თავებს,რომლებსაც აქვთ სათაური „დიალოგი", ან „პერსონაჟები", და არა იმიტომ, რომ ამსაკითხებს არ ეხება. დაჩა მარაინის მეთოდი აქ სხვაა: არამც და არამც სქემატური ანდა პროგრამებული. მისი მეთოდი საუბარია, რომელიც მიმდინარეობს, რომელიც იბადება შეკითხვისაგან და სხვა შეკითხვებს ბადებს, თხრობაა, რომელიც ჯერ მოსინჯავს, მერე კი ღრმად იჭრება სხვადასხვა საკითხში, და, ამგვარად, მკითხველს მოცემულ თემებზე აზროვნებისაკენ უბიძგებს.
გარდა ამისა, წინამდებარე წიგნში ისმის მრავალხმიანობა, სრულიად განსხვავებული ჩვეულებრივი სახელმძღვანელოებისაგან, რომლებშიც მწერლები,და ასეთი მრავალია, საკუთარ ხმებსა და შეხედულებებს აწყვილებენ. აქ კი ადგილი აქვს სხვადასხვა არგუმენტის ირგვლივ აზრთა შეპირისპირებას, საუბრისას თემის ხშირად დაჟინებით, დანაწევრებით გამეორებას, ხანდახან რომ ერთმანეთს ეწინააღმდეგება; და არავითარ შემთხვევაში შეუვალ, კატეგორიულ პასუხებს,ამიტომაც სულ მუდამ ღიაა კარები და ფანჯრები ლიტერატურულ საკითხებზე,წერის ხელოვნებაზე სამსჯელოდ, ასევე, უსიყვარულობაზე, რომელიც, ხშირად გვეჩვენება, რომ გვეძალება და სიყვარულზე, რომელიც ბოლოს ზეიმობს და ყველაფერ ამას გადაარჩენს. 

.....
ყველას, ვინც კი რჩევას მეკითხება, ვუმეორებ: არ არსებობს წესები, არ არსებობს ფორმულები, არ არსებობს კანონები. საჭიროა შეუპოვრობა, ვნება, ბევრი კითხვა და დიდი მოთმინება. მე კვლავ დაჟინებით ვიმეორებ, რომ საჭიროა კითხვა, კითხვა,კითხვა და კითხვა. ეს არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკა მათთვის, ვისაც წერა სურს. და სხვათა შორის, ვინც ბევრს კითხულობს, ადვილად არ აჰყვება მარტივ რეკლამას, მოდას და სულელების ხაფანგში არ მოექცევა. ვინც ბევრს კითხულობს, კარგი ლიტერატურის ცუდისაგან, ღრმააზროვანი წიგნების მდარე ნაწარმოებებისაგან განსხვავებას სწავლობს.
.......

„წერა ნიშნავს სახელი დაარქვა საგნებს". ჩავთვლით თუ არა წერის სახელმძღვანელოდ, ეს წიგნი ოთხ სხვადასხვა თავში წერის საკითხებს განიხილავს:„წერა", „რისთვის ვწერთ"..., „პოეზია", „პროზა" და კიდევ სამ სხვა თავში, რომლებსაც შეგვიძლია მიმდებარე საკითხები დავარქვათ და რომლებიც ენას, რიტმსა და სტილს იკვლევენ. კონკრეტულ თავებში „წერა" და „რისთვის ვწერთ" მოცემულია მსჯელობა იმ მოტივაციებზე, რომლებსაც წერამდე მივყავართ, ესენია: თხრობის უნარი, ტალანტი, მიდრეკილება - როგორც დომენიკო სტარნონეს მიაჩნია, - იმ მიზნით, რომ გამოცდილება ენაში, ამბიციაში, მონდომებაში ან საკუთარი თავის გამოხატვის უბრალო სურვილში გარდასახო. თერაპიული მიზნით წერა, წმინდა გაგებით, პერსონალური გულისნადების ამოთქმასთანაა დაკავშირებული - მიაჩნია მარია როზა კუტრუფელის - და სიტყვაკაზმული მწერლობის საზღვრებს გარეთრჩება, ესთეტიკურ ემოციებს არ აღძრავს, მაგრამ გადატანილი ტკივილებისაგანგამანძილების საშუალებას ნამდვილად იძლევა, ასევე, ემსახურება საკუთართავთან ურთიერთობის რუკის „მოხაზვას" - როგორც დაჩა მარაინი ამბობსდღიურებზე - და, აქედან გამომდინარე, მხატვრული ფუნქცია არა აქვს, მაგრამმნიშვნელოვანია და თავისთავად პატივისცემას იმსახურებს. სხვა საქმეაპროზაული პროექტების დამუშავება, წერის საშუალებით „მკითხველამდეგრძნობების გავლით მიღწევა", ვნების სიტყვებთან შეუღლება, კრიტიკულითვითშეგნებით სამყაროს სახელის მუდმივი გადარქმევა, - რაც ლიტერატურულიდა ტექნიკური უნარით, მძიმე შრომით ისწავლე, - და მუდამ ახლის წაკითხვითკვება. ორივე თავში, რომლებიც ერთმანეთს იმოწმებენ, საუბარია კერძო ხასიათისტექსტის ანტონომაზიისათვის წერაზე - წერილები, დღიურები - და სიმორცხვეზე,ლიტერატურულ პრაქტიკაზე, გარე ცენზურისათვის, იძულებით ანგარიშისგაწევაზე მაგრამ, ასევე, საკუთარი თავისათვის დაწესებულ შეზღუდვაზე,მეხსიერების გამუდმებით მიმართვის აუცილებლობით და იმ კვანძების ამოხსნისსიძნელეებით, რომლებიც ხშირად ახლავს მეხსიერებას. მაგრამ რაოდენ უნიკალურიდა პერსონალური არ უნდა იყოს პირვანდელი მოტივაციები და გადასალახავიგანსხვავებული წინააღმდეგობანი, მაინც ვერავინ იტყვის, რომ თხრობის წინაშე„უდანაშაულოა". ენა, გვახსენებს დაჩა მარაინი, იმთავითვე წარმოადგენსადამიანურ კონსტრუქციას, გამოგონებას, რისი ცოდნა და გაგებაც აუცილებელია.
.....
პოეზია, ამბობს დაჩა მარაინი, „საამური ველია", სადაც ყველაფერი შეიძლებამოხდეს, ისევე როგორც არიოსტოს პოემაში, მაგრამ, ასევე, არის ადგილილიტერატურის სტერეოტიპებთან შეყრისა, ეს არის დაუსრულებელი გამოწვევა,მთვარისა და ვარდის სახელების დარქმევისა, მხოლოდ ესთეტიკური სიმძლავრითრომ გადაურჩნენ ჟამთასვლისაგან ცვეთას.
.....
დაჩა მარაინი, არამხოლოდ, მაგრამ უმთავრესად, რომანების ავტორია, ასე რომ, არუნდა გაგვიკვირდეს, თუ პროზა მისი მსჯელობის ყურადღების ცენტრშია. იგი ზედმიწევნით აანალიზებს პროზის სტრუქტურას, შეხედულებათა თამაშს,ურთიერთობას ავტორსა და პერსონაჟს შორის; სვამს კითხვებს ირონიაზე, რომელიცსაფუძველში უძევს პროზას, ასევე, აღწერის ღირებულებაზე, დიგრესიისმნიშვნელობაზე, მინიმალური და ყოველდღიური დეტალების მნიშვნელობაზე, რაცწერისაგან „დიდ სიტყვებთან" დაკავშირებულ გაზვიადების საშიშროებას აშორებს.
.....
დავიბადე მწერლების, ესე იგი, მკითხველების ოჯახში. ბებია, მამის დედა, ჯოიპავლოვსკა ქროსი, წიგნებს წერდა მოგზაურობაზე; დედაჩემის მამა ენრიკო ალიატა-თეოსოფიურ ესეებსა და ვეგეტარიანული კულტურის შესახებ ტრაქტატებს; მამაც- ეთნოლოგი და ორიენტალისტი - წერს. ბიძა, დედის ძმა, ჯანი გუაიტა ავტორიარომანებისა და პიესებისა; ჩემი უმცროსი და, ტონი, არაჩვეულებრივ მოთხრობებსადა ლექსებს თხზავს. ჩვენს სახლში თუ რამ მნიშვნელოვანი იყო, მხოლოდ წიგნები.დედა ყვება ხოლმე, თურმე ხუთი წლის ასაკში, წიგნით ხელში ოთახიდან ოთახშიდავდიოდი და თავს ვაჩვენებდი, თითქოს, ვკითხულობდი, თუმცა, წიგნისფურცლებზე შავ ასოებს ჯერ კიდევ ვერ ვარჩევდი.
ყოველთვის მჯეროდა, რომ ვინც წიგნს კითხულობს, რაღაცნაირად ხელახლა წერსმას. ავტორი მითითებებს გვთავაზობს, მაგრამ მერე მკითხველმა საკუთარიწარმოსახვის უნარითა და იმ სამყაროს ცოდნით, რომელშიც ცხოვრობს,შემოთავაზებულის ხელახლა აგება და წიგნის პერსონაჟების უცხო სხეულებისთავად მორგება უნდა შესძლოს.
ამიტომ მიმაჩნია, რომ ლიტერატურა ჭეშმარიტი სიხარულის, ტკბილი განცდისწყაროა, და არა - შინაარსის, რომელსაც წიგნები გვთავაზობენ, არამედ იმის გამო,რომ კითხვა ადამიანის ინდივიდად ჩამოყალიბებისათვის დიდი წვრთნაა. კითხვისპროცესში ამბის, საუბრის, ფიქრის, ფანტაზიის, ოცნების საგნად, ინდივიდადგარდავიქმნებით და ამ გარდაქმნას არც დასასრული აქვს, არც საზღვარი და არცპაუზა.
ამიტომაცაა წერა შეუძლებელი, თუ არ კითხულობ.
მკითხველის გარეშე წერა არ არსებობს და წერის თვინიერ ვერც მკითხველიიარსებებს.
ურთიერთობა იმ ორს შორის - ვინც კითხულობს და ვინც წერს, რაგინდ ორ სხეულსშორის ურთიერთობა ერქვას, მაინც არ არის ბუნებრივი, ისეთი, ორ ადამიანს რომაკავშირებს, ერთმანეთს იცნობს და პირისპირ საუბრობს. მკითხველისა და მწერლისურთიერთობა ერთობ კომპლექსური პირობითობის გზით ყალიბდება და ეს გზაწერაა. მკითხველმა უნდა გაშიფროს ენა, მიუსადაგოს კოდი, ჩაატაროს ოპერაცია,რაც კონცენტრირებისათვის საჭირო უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. და როცა ამასაღწევს, უსაშველოდ დიდ სიამოვნებას განიცდის - აღმოაჩენს, რომ ბევრი დაგანსხვავებული ცხოვრებით იცხოვრა, დროსა და სივრცეში იმოგზაურა. ჩვენ ხომშემოსაზღვრულ, პროგნოზირებად, ხშირად, დამთრგუნველ ყოფაში ვართგამოკეტილნი, და რომანები კი საშუალებას გვაძლევს, სხვა სივრცეები,განსხვავებული პანორამები გადავლახოთ; სხვა ფეხსაცმელი ჩავიცვათ, სხვასურნელები შევიგრძნოთ დროის იმ განზომილებაში, რომელიც ჩვენ არგვეკუთვნის.
როცა ეს სასწაული აღსრულდება, თითქოსდა, სივრცისა და დროის მიღმა, იდუმალსამყაროში მოგვეხერხებინოს შეხვედრა.
წიგნი ამ შეხვედრის ადგილია. 

.....
ვფიქრობ, დაჩა მარაინის, როგორც პიროვნებისა და როგორც მწერლისკომუნიკაციური უნარის საიდუმლო, უმთავრესად, იმაში ძევს, რომ ხელეწიფებამიაყურადოს სამყაროს, გაითავისოს იგი, არამც და არამც არ მიენდოს ცრურწმენას,არასოდეს მისცეს მას ნება, სხვებისადმი ყურადღება მოუდუნოს და ნებისმიერიადამიანისადმი კუთვნილი პატივისცემა დააკარგვინოს.
.......
კითხვა წერისათვის


კითხვა და წერა ორი აბსოლუტურად ტყუპი აქტივობაა. ბევრი დამწყები მწერალიმარცხდება, როცა ამ ორის საქმიანობის შიზოფრენულ გაყოფას იწყებს და ჯიუტადთვლის, რომ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლები არიან - აქტიური საქმიანობააწერა, ხოლო პასიური - კითხვა. ეს აზრი პირობითია და სუსტი, ვინაიდან, როგორცუკვე ვთქვი, ვინც კითხულობს, სინამდვილეში ხელახლა წერს ტექსტს;
მოთხრობილი ამბის პროტაგონისტი ხდება; ხელახლა იგონებს ამ ამბავს; ხორცსასხამს პერსონაჟებს და გონების ავანსცენაზე გამოჰყავს; დეტალებზე ზრუნავს;მოქმედებს როგორც ბრწყინვალე შემსრულებელი, რომელიც ფორმასა და ზომასაძლევს ნოტებს. თუმცა, ყოველი შესრულება ერთმანეთისაგან განსხვავებულია დაეს ჩვენ ვიცით. ყოველი შესრულება შემოქმედებითი პროცესია. ამიტომაც კითხვა,რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ყურებამდე მიიტანოს ფურცელზე ნაწერისჟღერადობა, ისეთივე სასიცოცხლო და საგანმანათლებლო გამოცდილებაა, როგორცწერა.
ყველაფერ იმას, რასაც წერის შესახებ ვსწავლობთ, ჩვენი ცხოვრების დიდილიტერატურული შეხვედრებიდან ვიღებთ. არ არსებობს რომანისტი, წიგნი არუყვარდეს. შეუძლებელია წერა, თუ ღრმად არ იცი ლიტერატურა. მხოლოდ ბევრიკითხვის შემდეგ შეიძლება გაუშინაურდე თხრობის ტექნიკას: ერთი სიტყვით, ის,ვინც წერს, „დამბალი" უნდა იყოს ლიტერატურაში და, როგორც ერთ დროსიტყოდნენ, „ თევზივით უნდა გრძნობდეს წყალში თავს". არადა, ბევრი, თვითდამწყები მწერლებიც კი, ცოტას და უსურვილოდ კითხულობენ.
.....
საყოველთაოდ დამკვიდრებული აზრის თანახმად, იმიტომ ვკითხულობთ, რომვისწავლოთ. რაც მართალიც შეიძლება იყოს. მაგრამ უფრო იმიტომ ვკითხულობთ,რომ სიამოვნება მივიღოთ. ბუნებრივია, რომანებს ვგულისხმობ და არა ესეებს, ანსახელმძღვანელოებს. წიგნები ადამიანებივით გვიყვარდება და მათი ახლოსგასაცნობად ვილტვით. ამიტომაც გვიჩნდება ყველაფრის წაკითხვის სურვილი, რაცკი დაუწერია იმ ავტორს, რომლითაც ვართ გატაცებულები. ზოგჯერ რომანით ისევართ მოჯადოებულნი, რომ მის გმირებს მეხსიერებაში ვინახავთ, და მათთავგადასვლებს საკუთარივით განვიცდით.
მწერალს, ზოგადად, არავითარი დიდაქტიკური მიზანი არ გააჩნია, იგი მისდევსთავის ოცნებებს, თავის აკვიატებულ აზრებს, თავის მოჩვენებებს და არასოდესფიქრობს არც აღზრდაზე და არც სწავლებაზე. თუმცა, ხდება ხოლმე, რომ თუ წიგნიკარგია, ჭკვიანურია, ღრმაა, აღმზრდელობითი ფუნქციაც ეკისრება. მაგრამვიტყოდი, რომ ეს ავტორის განზრახვის, მისი სურვილის გარეშე ხდება.
.......
დაჩა მარაინის შეკითხვაზე მართალია, რომ ზღვიდან ხმელეთს როცა გასცქერი,სრულიად სხვა პერსპექტივას ხედავ? ვინჩენცო კონსოლი პასუხობს:დიახ, რა თქმა უნდა, სულ სხვაგვარად ხედავ, მაგრამ მერე, ნელინელმიახლოებისას, ისევ უბრუნდები უწინდებური პერსპექტივით ხმელეთის დანახვას.მახსენდება რამდენიმე წლის წინათ პალერმოში პოეტ ევტუშენკოსთან და მწერალმილან კუნდერასთან შეხვედრა. პირველი ინტეგრირებული იყო კომუნისტურსაზოგადოებასთან, ანუ დათრგუნულ საზოგადოებასთან, მეორე სამშობლოდან იყოგამოქცეული იძულების წესით და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ერთმანეთსვერ იტანდნენ. თავის გამოსვლაში ევტუშენკომ პროვოკატორულად თქვა, რომ ერთკოსმონავტთან საუბრისას ამ უკანასკნელს უთქვამს, სტრატოსფერულისიმაღლიდან პატარა სამშობლოები არ ჩანს, მხოლოდ დიდი კონტინენტები ჩანანო.მერე, როცა მილან კუნდერა გამოვიდა, თქვა, რომ პატარა სამშობლოები, შესაძლოა,იმ სიმაღლიდან არა, მაგრამ, ტანკების ილუმინატორებიდან შესანიშნავად ჩანსო.ეს ეპიზოდი დამამახსოვრდა, რადგან ლამაზი მეტაფორაა იმაზე, თუ რას ნიშნავსმანძილი: არ შეიძლება ყოველთვის კოსმოსური ხომალდიდან ყურება, საჭიროარეალობის დანახვა არამხოლოდ პატარა სამშობლოებისა, არამედ თითოეულიადამიანისაც, საჭიროა ყოველდღიურად დავაკვირდეთ ცხოვრების შინაარსს დავეცადოთ, დისტანციური პერსპექტივიდან ყურებით შეურაცხყოფა არავისმივაყენოთ. თუ ჩვენ სამყაროს შებრუნებული დურბინდით ვაკვირდებით, ჩვენდავინახავთ არამხოლოდ ადამიანის გაქრობას თავის ღირსებაში, არამედ, ასევე,პატივისცემის ვალდებულების გაქრობას მის მიმართ.
.....
ის, რაც პირადად მე ზოგიერთ კომერციულ მწერალში მაღიზიანებს არის ბედნიერი,ვულგარული თვითკმაყოფილება, და აქ არ ვგულისხმობ უწმაწურ სიტყვებს ანსექსს, არამედ იმას, რასაც მე ვულგარობად ვთვლი, ეს არის მკითხველისათვის თვალის ჩაკვრა, საზოგადოებასთან პირფერობა, ნაჯახით პერსონაჟების მოკვეთა,ეგზიბიციონიზმი, სენსაციონალიზმი. კომერციული ლიტერატურა ეთვალთმაქცებამკითხველს, შთაბეჭდილებას უქმნის, რომ ჩართული ჰყავს ძალიან მაღალი დონისკულტურულ მოვლენაში დ, სინამდვილეში, ამის იქით, შეიძლება, არც არაფერიიყოს. ასეთ დროს ავტორი საკუთარ თავზე ვალდებულებას არ იღებს, არუღრმავდება თავის პერსონაჟებს და მის თავგადასავლებს, სამაგიეროდ, სცენებსაწყობს, ხმაურს ტეხს, და ამ ხაფანგში ბევრი ექცევა. ვულგარულია ისიც, ვისაცმკითხველზე აქვს გათვლილი: რა ფანდები გამოიყენოს, როგორ მოახდინოს ზეწოლა მის ყველაზე ცუდ ინსტინქტებზე, ვინც მუდმივად უყურებს ტელევიზორს, როგორ გამოუზოგოს წელსქვევით დარტყმები, ისე, რომ თავადაც ვერ მიხვდეს; როგორ მოაჯადოვოს იაფად, როგორ მიიღოს ბევრი მცირედის გაღების საფასურად.
.....
იყო საუბარი, მაგალითად, ქალებთან დაკავშირებით, „სენტიმენტების,მგრძნობიარე, ბინდით მოცული, ინტროსპექტული განცდების" შემცველ ნაწერებზე.მაგრამ მწერალმა ქალებმა აჩვენეს, რომ შეიძლება სუსტ სქესს მიგაკუთვნებდნენ,მაგრამ ღონიერი, დამუხტული, ბასრი სტილით წერო. ხშირად განსჯალიტერატურაში სექსუალური როლების ისტორიულად დადგენილი დაყოფისმარტივი თვითნებური მიდგომით იწყება.
ვიტყოდი, რომ დღეს ასეთი გამარტივებული ტერმინებით აღარ ფიქრობენ. თუმცა,ქალების სამწერლო საქმიანობასთან დაკავშირებით რამდენიმე მოულოდნელიკლიშე მაინც რჩება. უპირველეს ყოვლისა, ის, რომ ქალის პროფესიონალიზმისადმიკრიტიკოსები და აკადემიური სამყარო ნაკლებ პატივისცემას იჩენს. გარდა ამისა,საკმარისია, თვალი შევავლოთ ანთოლოგიებს, წავიკითხოთ მიმოხილვები,რომლებსაც ჟურნალები და გაზეთები სისტემატურად გვთავაზობენლიტერატურულ ღირებულებებზე, რომ უმალ თვალში გვეცეს ქალიმწერლებისადმი უმნიშვნელო ყურადღება. ქალი მწერლები, რომლებიც ბაზარზემრავლად არიან, როდესაც საქმე მომავალი თაობებისათვის მოდელებისდასახელებას შეეხება, მოულოდნელად სიებიდან ქრებიან. მწერალ ქალს, რაც არუნდა გამორჩეული იყოს, პრესტიჟი და სამაგალითო სახელი აკლია. შედეგი ისარის, რომ ჩვენ აღმოვჩნდებით ორი რეალობის წინაშე: ერთი, რომელიც ეხებაბაზარს და მკითხველს (ძირითადად ქალ მკითხველს), რომლებსაც დისკრიმინაციისგარეშე არჩევევენ და მეორე, ის, რაც ეხება ლიტერატურის ინსტიტუციურ სფეროს,რომელიც მაინც აგრძელებს დისკრიმინაციას, მიუხედავად იმისა, რომ თავსმიუკერძოებლად აცხადებს.
ელიზაბეტა რაზი, რას ფიქრობთ ქალთა ლიტერატურაზე, ქალების მიერ „შექმნილ" ლიტერატურაზე?


„რა თქმა უნდა, სტილი არაფერ შუაშია. ახალია ის ფაქტი, რომ დღეს ქალები წერენ და საუბრობენ თემებზე, რომლებიც ადრე ოჯახური კედლების ჩრდილს არ სცდებოდა. და ეს მე ძალიან კარგ ამბადაც მეჩვენება, ვინაიდან, ვფიქრობ, რომ ლიტერატურა სწორედ ბნელი კუთხეების განათებას, ძალიან რთულ გრძნობებში ჩაწვდომას ემსახურება.

მე მჯერა, მაგალითად, რომ, ქალიშვილები ყველა დროში ზრუნავენ დედებზე.მაგრამ ადრე, ეს არაფრად მიაჩნდათ: ქალები „ბუნებრივად" იყვნენ ოჯახური წესრიგის ვესტალები. დღეს კი საკუთარი თვალთახედვის კუთხიდან მოყოლით,ქალები აჩვენებენ, რომ ყველაფერი არც ისე არაფრად ჩასაგდებია და ააშკარავებენ, რამდენად რთულია ქალიშვილსა და დედას შორის თამაში, რომელიც ასევე შეიცავს როლების გაცვლის შესაძლებლობას. ეს, მაგალითად, ძალიან ხშირი თემაა თანამედროვე ლიტერატურაში.
შესაძლოა, დღეს დედა-შვილს შორის როლების გაცვლა ხაზგასმულია იმით, რომ საშუალო ასაკი გახანგრძლივდა და, შესაბამისად, დედები ძალიან დიდხანს ცოცხლობენ და იმითაც, რომ ქალიშვილები ხშირად ეკონომიკურად დამოუკიდებლები არიან."