პროექტი შემუშავდა მწერალთა სახლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რომანული ფილოლოგიის კათედრასთან თანამშრომლობით.
აქტივობები ითვალისწინებს სამი ლიტერატურული ჟანრის - პროზის, პოეზიისა და დრამატურგიის თარგმნის სპეციფიკას.
მასტერკლასი მოიცავს, როგორც თარგმანმცოდნეობის თეორიულ საკითხებს, ასევე პრაქტიკულ აუდიტორიულ სამუშაოს გიორგი ეკიზაშვილის თარგმანებზე დაყრდნობით:
1. გიორგი ეკიზაშვილის პოეტური კრებული „შორეული ხმები“
2. ანტუან დე სენტ ეგზიუპერი „პატარა პრინცი“
3. ალბერ კამიუ “პირველი ადამიანი”
4. ალბერ კამიუ ,,ბედნიერი სიკვდილი’’
5. ალბერ კამიუ ,,სარჩული და პირი’’
6. მოლიერი “დონ ჟუანი”
7. მიშელ უელბეკი “ბრძოლის ველის განვრცობა”
8. მიშელ უელბეკი - ლექსები
9. ფრანგული პეზია - კლასიკოსები და თანამედროვეები
10. ჟან-პოლ სარტრი “ცხრაკლიტული“
11. სამუელ ბეკეტი “თამაშის დასასრული“
12. მოპასანი “შოპენჰაუერის ღიმილი”
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ მთარგმნელობითი მასტერკლასის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
მასტერკლასზე დასწრების მსურველები დარეგისტრირდით მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/BwMobECpYrLYBNX19
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 18 ოქტომბერი.