„მწერალთა სახლი“ აცხადებს კონკურსს მთარგმნელებისთვის

თარიღი : 03.03.2025


კონკურსის მიზანია მწერალთა სახლში ჩამოყალიბდეს „მთარგმნელობითი ლაბორატორია“, რომელიც გამოავლენს ახალი თაობის მთარგმნელებს და ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას.

კონკურსში ვიწვევთ როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ მთარგმნელებს. 

პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება მთარგმნელთა შემოქმედებითი ჯგუფი, რომლის წევრებიც დაკავდებიან ქართული ლიტერატურის თარგმნით უცხოურ ენებზე.

„მთარგმნელობითი ლაბორატორიის“ შემოქმედებითი ჯგუფის წევრებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნება ქართული ლიტერატურის თარგმანები, სინოფსისები და პწკარედები.

პროექტი ემსახურება ქართული ლიტერატურის უცხოურ ენებზე თარგმნას, პოპულარიზაციას, ქართველი ავტორების ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე და ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობას უცხოელი მკითხველებისთვის.

კონკურსი ჩატარდება წელიწადში ერთხელ.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 3 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც გამოცდილ, ასევე დამწყებ მთარგმნელებს.


3.საკონკურსო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას:

  • შევსებული სარეგისტრაციო ფორმა;
  • შემოქმედებითი CV (არსებობის შემთხვევაში);
  • ნათარგმნი მასალა (PDF ფორმატში, Sylfaen შრიფტით) შემდეგი კატეგორიებიდან: პოეზია − ერთი ავტორის 5 ლექსი (არა უმეტეს 3 ავტორისა);
  • მცირე პროზა (მოთხრობა, ნოველა და სხვა) − სრული ტექსტი;

რომანი − 1 თავი, 1 ეპიზოდი (ფრაგმენტი);

პწკარედის წარდგენის შემთხვევაში მოთხოვნები იგივეა.

განაცხადის შესავსები ფორმა იხილეთ მოცემულ ლინკზე:

ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაცია გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე: info@writershouse.ge

 

4.საკონკურსო განაცხადების შეფასება

1. საკონკურსო განაცხადებს განიხილავს და შეაფასებს საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს სსიპ − მწერალთა სახლის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 

2. საკონკურსო კომისიის შემადგენლობა შეირჩევა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტებისგან.

5.თარგმანის შეფასების კრიტერიუმები

1.  თარგმანის სიზუსტე (მაქსიმალური − 30 ქულა)

  •  ორიგინალი ტექსტის შინაარსის გადმოცემის სიზუსტე;
  • ავტორისეული სტილის შენარჩუნება;
  • კულტურული კონტექსტის სწორი აღქმა.

2.მხატვრული ღირებულება (მაქსიმალური − 50 ქულა)

  • ლექსიკური მრავალფეროვნება;
  • იდიომებისა და ფრაზეოლოგიზმების ადეკვატური თარგმანი;
  • მხატვრული სახეების შენარჩუნება;
  • სტილისტური ნიუანსების გადმოცემა;
  • პოეტური თარგმნის შემთხვევაში − რითმისა და რიტმის შენარჩუნება.

3.ინოვაციური მიდგომა (მაქსიმალური − 20 ქულა)

შემოქმედებითი გადაწყვეტები;

  • კულტურული ადაპტაციის ეფექტური ხერხები;
  • ორიგინალური მთარგმნელობითი სტრატეგიები.

6.კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა

1. თითოეულ თარგმანი ფასდება მინიმუმ ორი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ (One native speaker).

2. თარგმანის შეფასების მაქსიმალური ქულაა 100.

3. კონკურსში გამარჯვებულად ჩაითვლება თარგმანი, რომელიც მიიღებს მინიმუმ 70 ქულას.

4. თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება 


პრიორიტეტულ ენებზე შესრულებულ თარგმანს; 

უფრო რთული ჟანრის/სტილის ნაწარმოების თარგმანს.