მთარგმნელობითი პროგრამის ნაწარმოებები შერჩეულია

თარიღი : 08.03.2025

ქართველი გამომცემლებისათვის გამოცხადებული მთარგმნელობითი პროგრამის „უცხოური ლიტერატურა ქართულ თარგმანებში“ 2025 წლის სააპლიკაციო პერიოდის ფარგლებში შემოსული განაცხადებიდან, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მწერალთა სახლის ხელშეწყობით, გამოიცემა შემდეგი ნაწარმოებები:

ნიკოლო მაკიაველი, „მსჯელობანი ტიტუს ლივიუსის პირველი ათწიგნეულის შესახებ“, მთარგმნელი − ირაკლი ჯავახიშვილი, გამომცემლობა „მემორია“.

თომას ჰობსი, „ლევიათანი“, მთარგმნელი − დიმიტრი უჩანეიშვილი, გამომცემლობა „აქტი“.

ვოლტერი, „ტოლერანტობის შესახებ“, მთარგმნელი − ვალერი ოთხოზორია, გამომცემლობა Carpe diem.

ბერტრან რასელი, „ლაიბნიცის ფილოსოფიის კრიტიკული ექსპოზიცია“, მთარგმნელი − ნინო ფიფია, გამომცემლობა Carpe diem.

ოქტავიან საიუ, „ჰამლეტი და სამყაროს სიგიჟე“, მთარგმნელი − სალომე დავითულიანი, გამომცემლობა „კენტავრი“.

„ხეთური სამეფო დღიურები, მთარგმნელი − მაია ღამბაშიძე, გამომცემლობა „აკადემიური წიგნი“.

ფლავიოს ფილოსტრატოს II, „სურათები“, მთარგმნელი − ნანა ტონია, გამომცემლობა „ლოგოსი“.

ფრანკლინ ჰობსი, „სიმდიდრისა და კეთილდღეობის საიდუმლო“, მთარგმნელი − ირაკლი აფრიდონიძე, „ჩემი გამომცემლობა“.