მწერალთა სახლში ქართულ-სერბული სარეზიდენციო პროგრამა დასრულდა

თარიღი : 24.04.2025

მწერალთა სახლში მიმდინარე ქართულ-სერბული სარეზიდენციო პროგრამა შემოქმედებითი საღამოთი დასრულდა. 

ღონისძიებაზე ავტორებმა წაიკითხეს თარგმნილი ლექსები და ისაუბრეს მთარგმნელობით პროცესზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: დათუნა სირბილაძე — სერბეთის საპატიო კონსული საქართველოში, მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, ილია კობერიძე — ყოფილი ელჩი სერბეთში, ქართველი მწერლები და სხვა სტუმრები.

სერბეთის კონსულმა ზორან მარინკოვიჩმა, სერბეთის ელჩის ტატიანა პანნაიოტოვიჩის სახელით გამოგზავნა წერილი, სადაც ორმხრივი თანამშრომლობისა და კულტურული გაცვლის მხარდაჭერა გამოთქვა და წარმატება უსურვა პოეტებს.
სერბეთის მწერალთა ასოციაციამ მწერალთა სახლს საჩუქრად სერბი წმინდანის ხატი გადასცა.

პროექტში მონაწილეობდნენ ქართველი პოეტები: ირმა ბერიძე, სალომეა ლომინაძე, ნატალია ბეიტრიშვილი, მაია მინდელი, ლილე კვირკვია და მირანდა ერისთავი.
სერბი პოეტები: გორდანა ვლაიჩი, დუჩიცა ივანოვიჩი, ალექსანდრა მიხაილოვიჩი, ალექსანდრა პავიჩევიჩი, ჰრისტინა მრშჰა და იასმინა მალეშევიჩი.

პროექტი ხორციელდება მწერალთა სახლსა და სერბეთის მწერალთა ასოციაციას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. მიმდინარე ეტაპზე ექვსი ქართველი და ექვსი სერბი პოეტი ორი დღის განმავლობაში მწერალთა სახლში ერთობლივი თარგმანების შექმნაზე მუშაობდნენ.

პროექტის შედეგად პოეტების ლექსები ითარგმნა და გამოიცემა ორენოვანი კრებულის სახით.