მწერალთა სახლი იწყებს ფილოსოფიის ლექციების ციკლს

თარიღი : 16.04.2025

მწერალთა სახლი იწყებს ფილოსოფიის ლექციების ციკლს, რომელსაც ფილოსოფოსი ოთარ ჭულუხაძე გაუძღვება.

 კურსის მენტორი, დაინტერესებულ აუდიტორიასთან ერთად, განიხილავს ეგზისტენციალიზმის ძირითად იდეებს, მის კავშირს ლიტერატურასთან და თანამედროვე ეპოქასთან.
 ლექციები გაიმართება 4 მაისიდან 29 ივნისის ჩათვლით, ყოველ კვირას, 14:00 საათზე, მწერალთა სახლში.

????ლექცია 1: ეგზისტენციალიზმი: შესავალი და ძირითადი ცნებები

1. რა არის ეგზისტენციალიზმი? - ფილოსოფიის ძირითადი მიმართულების განსაზღვრა.
2. არსებობა და თავისუფლება-ინდივიდის როლი სამყაროში.
3. ეგზისტენციალიზმის წინამორბედები-კირკეგორის „რწმენის ნახტომი“ და შოპენჰაუერის „ნების“ ცნება.

???? ლექცია 2: ნიცშე და ნიჰილიზმი

1. „ღმერთის სიკვდილი“ - ცნების მნიშვნელობა და კონტექსტი.
2. ნიჰილიზმი-ღირებულებრივი კრიზისი და მისი შედეგები.
3. ზეადამიანი (übermench)- თვითგადალახვის იდეა.

???? ლექცია 3: ნიცშე და ძალაუფლების ნება 

1. ძალაუფლების ნება-ცხოვრების მამოძრავებელი ენერგია.
2. მარადიული დაბრუნება - დროისა და არჩევნის ეგზისტენციალური გაგება.
3. ნიცშეს ფილოსოფია პრაქტიკაში - ცხოვრების მტკიცება და ნიჰილიზმის გადალახვა.

???? ლექცია 4:ნიცშე: ხელოვნება და ტრაგედია

1. ხელოვნება, როგორც არსებობის გამართლება-„ტრაგედიის დაბადება“.
2. აპოლონური და დიონისური პრინციპები-წინააღმდეგობა და ჰარმონია.
3. ნიცშე და ხელოვნების როლი-ტანჯვის ფონზე ცხოვრების მნიშვნელობა.

????ლექცია 5: ეგზისტენციალიზმი ლიტერატურაში:
დოსტოევსკი

1. „ძმები კარამაზოვები“-რწმენისა და ნიჰილიზმის კონფლიქტი.
2. „ჩანაწერები მიწისქეშეთიდან“- გაუცხოება და თავისუფლების ნება.
3. ივანის დილემა - ზნეობრიობისა და აბსურდის შეჯახება.

???? ლექცია 6: ეგზისტენციალიზმი ლიტერატურაში: სარტრი, კაფკა, კამიუ

1. სარტრის „გულისრევა“- თავისუფლება და არსის ძიება.
2. კაფკას „პროცესი“ და „მეტამორფოზა“- აბსურდი და გაუცხოება.
3. კამისუ „უცხო“ და „აბსურდის მითი“ - აზრის ძიება აბსურდულ სამყაროში.

???? ლექცია 7: ჰაიდეგერი და არსებობის კითხვა

1. „ყოფიერება და დრო“ - ნაშრომის ძირითადი იდეები.
2. მუნყოფიერება (Dasein) - ადამიანის არსებობის უნიკალური ბუნება. 
3. არარა (Nichts) - ძრწოლა და ადამიანის არსებობის საზღვრები.

???? ლექცია 8: ჰაიდეგერი და ავთენტურობა

1. ავთენტური ცხოვრება - საკუთარი თავის მოპოვება და შენარჩუნება.
2. „ჩავარდნა“ (Verfallen) - გაუცხოება ყოველდღიურობაში.
3. სიკვდილისკენ ყოფა - სასრულობის ცნობიერება.

???? ლექცია 9: ჰაიდეგერი და თანამედროვე სამყარო

1. ტექნოლოგია და მუნყოფიერება (Dasein) – „ჩარჩო“ (Gestell).
2. მასობრივი კულტურა - ავთენტურობის დაკარგვა.
3. ჰაიდეგერის გავლენა XXI საუკუნის გამოწვევებზე.

ლექცია 10: ეგზისტენციალიზმის მემკვიდრეობა 

1. ნიცშეს გავლენა თანამედროვე ფილოსოფიაზე.
2. ჰაიდეგერის იდეების განვითარება პოსტმოდერნიზმში.
3. ეგზისტენციალიზმის აქტუალურობა - რატომ ვსაუბრობთ მასზე დღეს?