შეხვედრა თურქ მწერალ ესმა ალა თურქმენთან

თარიღი : 13.06.2025

20 ივნისს მწერალთა სახლში გაიმართა შეხვედრა თურქ მწერალ ესმა ალა თურქმენთან და ასევე შედგა წიგნების – „11 ქართული მოთხრობა“ და გიორგი სოსიაშვილის მოთხრობების კრებულის „მოვალ შენთან” – წარდგენა. საღამოს უძღვებოდა ქართველოლოგი და მთარგმნელი ჰარუნ ჩიმქე.
ორივე კრებული თურქულად თარგმნა ჰარუნ ჩიმქემ, რომლებიც 2025 წელს გამოიცა მწერალთა სახლის მხარდაჭერით.
შეხვედრის პირველ ნაწილში ესმა თურქმენმა ისაუბრა ტრაბზონის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის დაარსების ისტორიასა და ფესტივალის საწყის ეტაპზე ქართულ სალიტერატურო წრეებთან დამყარებულ კავშირებზე.
ესმა ალა თურქმენი არის ტრაბზონის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალების ასოციაციის პრეზიდენტი, ფესტივალის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. იგი რამდენიმე წიგნის ავტორია, მათ შორის: „ვარგიტი“, „ის სიმღერა“, „ტოფრაქ საჰადას მთვარის შუქი“. მისი პირველი რომანი 2002 წელს გამოქვეყნდა. ასევე წერს საბავშვო ლიტერატურას.
2022 წელს ტრაბზონის ლიტერატურული ფესტივალი პოეტ ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებას მიეძღვნა. მისი პოეზია თურქულ საზოგადოებას მთარგმნელმა ჰარუნ ჩიმქემ გააცნო, რასაც განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა.
ესმა თურქმენმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ის შესაძლებლობები, რომლებიც ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს ეძლევათ. როგორც მან აღნიშნა, მომდევნო ფესტივალი 2025 წლის ოქტომბერში ჩატარდება და ქართველ პოეტებს მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ.
საღამოს მეორე ნაწილში ჰარუნ ჩიმქემ ისაუბრა კრებულის „11 ქართული მოთხრობა“ თარგმნის პროცესზე, ასევე გიორგი სოსიაშვილის წიგნზე „მოვალ შენთან“. როგორც ჰარუნმა აღნიშნა, სოსიაშვილის მოთხრობები განსაკუთრებით საინტერესოა თანამედროვე ქართული პროზის კონტექსტში.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა გიორგი სოსიაშვილიც — პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და აკადემიკოსი.
მან მადლობა გადაუხადა მწერალთა სახლს და ჰარუნ ჩიმქეს, კრებულის თარგმნისა და გამოცემისათვის. ასევე ისაუბრა ტრაბზონის ფესტივალში მონაწილეობასთან დაკავშირებულ გამოცდილებაზე და განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი ტარიელ ხარხელაურის მონაწილეობის მნიშვნელობას.
ღონისძიებაზე აუდიტორიასთან ასევე ისაუბრა მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მწერალთა სახლი მზად არის ითანამშრომლოს ტრაბზონის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალთან და დაინტერესებულია, ხელი შეუწყოს ესმა თურქმენის წიგნის თარგმნასა და გამოცემას.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მწერალმა ტარიელ ხარხელაურმა, მექა ხანგოშვილმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.20 ივნისს მწერალთა სახლში გაიმართა შეხვედრა თურქ მწერალ ესმა ალა თურქმენთან და ასევე შედგა წიგნების – „11 ქართული მოთხრობა“ და გიორგი სოსიაშვილის მოთხრობების კრებულის „მოვალ შენთან” – წარდგენა. საღამოს უძღვებოდა ქართველოლოგი და მთარგმნელი ჰარუნ ჩიმქე.
ორივე კრებული თურქულად თარგმნა ჰარუნ ჩიმქემ, რომლებიც 2025 წელს გამოიცა მწერალთა სახლის მხარდაჭერით.
შეხვედრის პირველ ნაწილში ესმა თურქმენმა ისაუბრა ტრაბზონის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის დაარსების ისტორიასა და ფესტივალის საწყის ეტაპზე ქართულ სალიტერატურო წრეებთან დამყარებულ კავშირებზე.
ესმა ალა თურქმენი არის ტრაბზონის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალების ასოციაციის პრეზიდენტი, ფესტივალის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. იგი რამდენიმე წიგნის ავტორია, მათ შორის: „ვარგიტი“, „ის სიმღერა“, „ტოფრაქ საჰადას მთვარის შუქი“. მისი პირველი რომანი 2002 წელს გამოქვეყნდა. ასევე წერს საბავშვო ლიტერატურას.
2022 წელს ტრაბზონის ლიტერატურული ფესტივალი პოეტ ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებას მიეძღვნა. მისი პოეზია თურქულ საზოგადოებას მთარგმნელმა ჰარუნ ჩიმქემ გააცნო, რასაც განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა.
ესმა თურქმენმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ის შესაძლებლობები, რომლებიც ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს ეძლევათ. როგორც მან აღნიშნა, მომდევნო ფესტივალი 2025 წლის ოქტომბერში ჩატარდება და ქართველ პოეტებს მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ.
საღამოს მეორე ნაწილში ჰარუნ ჩიმქემ ისაუბრა კრებულის „11 ქართული მოთხრობა“ თარგმნის პროცესზე, ასევე გიორგი სოსიაშვილის წიგნზე „მოვალ შენთან“. როგორც ჰარუნმა აღნიშნა, სოსიაშვილის მოთხრობები განსაკუთრებით საინტერესოა თანამედროვე ქართული პროზის კონტექსტში.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა გიორგი სოსიაშვილიც — პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და აკადემიკოსი.
მან მადლობა გადაუხადა მწერალთა სახლს და ჰარუნ ჩიმქეს, კრებულის თარგმნისა და გამოცემისათვის. ასევე ისაუბრა ტრაბზონის ფესტივალში მონაწილეობასთან დაკავშირებულ გამოცდილებაზე და განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი ტარიელ ხარხელაურის მონაწილეობის მნიშვნელობას.
ღონისძიებაზე აუდიტორიასთან ასევე ისაუბრა მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მწერალთა სახლი მზად არის ითანამშრომლოს ტრაბზონის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალთან და დაინტერესებულია, ხელი შეუწყოს ესმა თურქმენის წიგნის თარგმნასა და გამოცემას.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მწერალმა ტარიელ ხარხელაურმა, მექა ხანგოშვილმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.