თარიღი : 19.07.2025
მწერალთა სახლის მიერ გამოცხადებული მთარგმნელობითი კონკურსი დასრულებულია.
„მთარგმნელობითი ლაბორატორია“ საკონკურსო განაცხადებს 3 მარტიდან 1 მაისამდე იღებდა. მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს ინტერესისა და ჩართულობისთვის!
მწერალთა სახლის მიერ გამოცხადებული მთარგმნელობითი კონკურსის მასალების შესაფასებლად იმუშავა „მწერალთა სახლის“ მთარგმნელობითი კოლეგიის სხვადასხვა ენისა და დარგის ქართველი და უცხოელი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა სპეციალურმა კომისიამ.
კონკურსმა, რომელიც წარმოდგენილი აპლიკაციების საფუძველზე მიზნად ისახავდა ქართულიდან უცხო ენებზე მთარგმნელთა შერჩევას, დიდი ინტერესი გამოიწვია. საკონკურსოდ 40 აპლიკაცია შემოვიდა, 11 (აზერბაიჯანულ, გერმანულ, თურქულ, იაპონურ, ინგლისურ, იტალიურ, რუსულ, სერბულ, სომხურ, უკრაინულ, ჩინურ) ენაზე შესრულებული თარგმანებით.
უნდა აღინიშნოს, რომ გამოცხადებული კონკურსის მიზანი იყო ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია უცხოეთში; ამიტომ აპლიკაციებთან დართული უნდა ყოფილიყო ქართული ლიტერატურიდან მთარგმნელთა მიერ შერჩეული ნიმუშები, რის მიხედვითაც განისაზღვრებოდა აპლიკანტებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა და სტრატეგია.
იყო შემთხვევები, როცა კონკურსანტებმა არ გაითვალისწინეს ეს მთავარი პირობა და ქართულ ენაზე უცხოური ლიტერატურის ნიმუშთა თარგმანები გამოგზავნეს.
მიუხედავად პირობის დარღვევისა, კომისიამ ამჯერად ეს აპლიკაციები მაინც შეაფასა.
„მწერალთა სახლთან“ თანამშრომლობის გასაგრძელებლად კი შეირჩა შემდეგი პროექტები:
ქართულიდან სხვა ენებზე
1. რუსუდან ბრეგაძე − დავით კლდიაშვილი „შერისხვა“ (გერმანული თარგმანი)
2. გიორგი ბრეგაძე − აკაკი წერეთელი (გერმანული თარგმანი)
3. ლალი აბრამია − ნიკო ლომოური „ბედი უბედურთა“ (გერმანული თარგმანი)
4. ზვიად გამსახურდია (უცროსი) − კონსტანტინე გამსახურდია „ზარები გრიგალში“ (გერმანული თარგმანი)
5. ნიკოლოზ ლომიძე − ნუგზარ შატაიძე „მოგზაურობა აფრიკაში“ (რუსული თარგმანი)
6. თამარ რეკკ-კოტრიკაძე − ოთარ ჩხეიძე „არტისტული გადატრიალება“ (რუსული თარგმანი)
7. ჰარუნ ჩიმქე − ნოდარ დუმბაძე „ჰელადოს“ (თურქული თარგმანი)
8. ლია ვიტეკი − ლევან ბერიძე „როგორც შენ იტყვი“ (გერმანული თარგმანი)
9. გვანცა შათირიშვილი − ნაირა გელაშვილი, რევაზ ინანიშვილი (ინგლისური თარგმანი)
10. ნონა მაზიაშვილი − ნინო გუგეშაშვილი (ინგლისური თარგმანი)
11. თეკლა შათირიშვილი − არჩილ სულაკაური „სალამურას თავგადასავალი“ (ინგლისური თარგმანი)
12. აინურ ალიევა − ნოდარ მაჭარაშვილი (აზერბაიჯანული თარგმანი)
13. სოფო საყვარელიძე − ბულგარინი − იაკობ გოგებაშვილი (გერმანული თარგმანი)
14. ეთერ ჭურაძე − ნიკო ლორთქიფანიძის საშობაო მოთხრობები (ინგლისური თარგმანი)
15. გიორგი გუნჯუა − ანა კორძაია-სამადაშვილი „ზინკა ადამიანი“ (ინგლისური თარგმანი)
სხვა ენებიდან ქართულად:
1. სანდრო ჩემინავა − ხორხე ლუის ბორხესი „როსენდო ხუარესის ამბავი“
2. მარი თაბაგარი − ანა ახმატოვა (თარგმნილი ლექსები)