თარიღი : 06.08.2025
გერმანულენოვან მთარგმნელებს გიწვევთ მასტერკლასში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება მწერალთა სახლში პირველი სექტემბრიდან ექვსი სექტემბრის ჩათვლით.
მასტერკლასში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ როგორც გამოცდილ, ისე ახალბედა მთარგმნელებს.
მასტერკლასის მონაწილეები უნდა ფლობდნენ ქართულ და გერმანულ ენებს.
მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევრები ნებისმიერ ლიტერატურულ ჟანრში და მიიღონ მონაწილეობა თარგმანის განხილვა-დისკუსიებში.
ერთი კვირის განმავლობაში მასტერკლასის მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა დახვეწონ თავიანთი თარგმანები და გამოცდილ გერმანელ კოლეგებთან ისაუბრონ თარგმანის სპეციფიკაზე და ერთად განიხილონ პროფესიული საკითხები, თარგმნისას წამოჭრილი პრობლემები, მიიღონ კონკრეტული რჩევები.
ამასთანავე, მასტერკლასის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ ადგილზე იმუშაონ ლექტორების მიერ შეთავაზებულ ტექსტებზე.
სამუშაო ტექსტები და მასტერკლასის პროგრამა მონაწილეებს წინასწარ გაეგზავნებათ.
მასტერკლასს უძღვებიან: მონიკა გერტრუდ თეესი და ჰელმუტ კუნკელი.
სამუშაო ენა: ქართული და გერმანული.
მასტერკლასი ჩატარდება თბილისში, საქართველოს მწერალთა სახლში (ივანე მაჩაბლის 13).
მასტერკლასში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
მოკლე ბიბლიოგრაფია (ქართულ და გერმანულ ენებზე);
თარგმნილი ტექსტი (მაქსიმუმ 4 გვერდი) და შესაბამისი ნაწყვეტი ორიგინალი ტექსტიდან;
შეკითხვები, რომელთა განხილვასაც ისურვებდით მუშაობის პროცესში (მაქსიმუმ ერთი გვერდი (ქართულ და გერმანულ ენებზე).
ტექსტი ატვირთეთ ცალკე ფაილებად:
სახელი-გვარი, ბიოგრაფია
სახელი-გვარი, დახასიათება
სახელი-გვარი, თარგმანი
გთხოვთ სრული დოკუმენტაცია გამოგზავნოთ შემდეგ მისამართებზე: kunkel-jestetten@t-online.de; Tamtakhelaia@writershouse.ge
სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/jnYF5U7QjBswUpDk6გერმანულენოვან მთარგმნელებს გიწვევთ მასტერკლასში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება მწერალთა სახლში პირველი სექტემბრიდან ექვსი სექტემბრის ჩათვლით.
მასტერკლასში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ როგორც გამოცდილ, ისე ახალბედა მთარგმნელებს.
მასტერკლასის მონაწილეები უნდა ფლობდნენ ქართულ და გერმანულ ენებს.
მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევრები ნებისმიერ ლიტერატურულ ჟანრში და მიიღონ მონაწილეობა თარგმანის განხილვა-დისკუსიებში.
ერთი კვირის განმავლობაში მასტერკლასის მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა დახვეწონ თავიანთი თარგმანები და გამოცდილ გერმანელ კოლეგებთან ისაუბრონ თარგმანის სპეციფიკაზე და ერთად განიხილონ პროფესიული საკითხები, თარგმნისას წამოჭრილი პრობლემები, მიიღონ კონკრეტული რჩევები.
ამასთანავე, მასტერკლასის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ ადგილზე იმუშაონ ლექტორების მიერ შეთავაზებულ ტექსტებზე.
სამუშაო ტექსტები და მასტერკლასის პროგრამა მონაწილეებს წინასწარ გაეგზავნებათ.
მასტერკლასს უძღვებიან: მონიკა გერტრუდ თეესი და ჰელმუტ კუნკელი.
სამუშაო ენა: ქართული და გერმანული.
მასტერკლასი ჩატარდება თბილისში, საქართველოს მწერალთა სახლში (ივანე მაჩაბლის 13).
მასტერკლასში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
მოკლე ბიბლიოგრაფია (ქართულ და გერმანულ ენებზე);
თარგმნილი ტექსტი (მაქსიმუმ 4 გვერდი) და შესაბამისი ნაწყვეტი ორიგინალი ტექსტიდან;
შეკითხვები, რომელთა განხილვასაც ისურვებდით მუშაობის პროცესში (მაქსიმუმ ერთი გვერდი (ქართულ და გერმანულ ენებზე).
ტექსტი ატვირთეთ ცალკე ფაილებად:
სახელი-გვარი, ბიოგრაფია
სახელი-გვარი, დახასიათება
სახელი-გვარი, თარგმანი
გთხოვთ სრული დოკუმენტაცია გამოგზავნოთ შემდეგ მისამართებზე: kunkel-jestetten@t-online.de; Tamtakhelaia@writershouse.ge
სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/jnYF5U7QjBswUpDk6