გერმანულენოვანი მთარგმნელებისთვის განკუთვნილი მასტერკლასი გრძელდება

თარიღი : 04.09.2025

პირველ და ორ სექტემბერს მწერალთა სახლში გერმანულენოვანი მთარგმნელებისთვის განკუთვნილი მასტერკლასის ფარგლებში პრაქტიკული სამუშაოების გარდა, რომლებიც ლიტერატურულ თარგმანს ეხებოდა, მოხსენებები წაიკითხეს:


პოეტმა, მთარგმნელმა და აღმოსავლეთმცოდნემ - გიორგი ლობჟანიძემ, რომელმაც ისაუბრა თემაზე – „სიზუსტე და ინტერპრეტაცია ლირიკის თარგმანში“,


ხოლო ფილოლოგმა და მთარგმნელმა მანანა ღარიბაშვილმა წაიკითხა ლექცია – „ანტიკური პოეზიის ქართულ ენაზე გადმოტანის სირთულეები“.