მასტერკლასი გერმანულენოვანი მთარგმნელებისთვის დასასრულს უახლოვდება

თარიღი : 05.09.2025

მწერალთა სახლში მიმდინარე მასტერკლასი გერმანულენოვანი მთარგმნელებისთვის დასასრულს უახლოვდება.
6 სექტემბერს გაიმართება მასტერკლასის ბოლო შეხვედრა, სადაც გერმანიიდან მოწვეული მთარგმნელი ჰელმუტ კუნკელი „თარგმნის თეორიის შესახებ“ ისაუბრებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ შეჯამდება პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა.
დღევანდელ სესიაზე მონაწილეებმა განიხილეს ნინა ზიგერის თარგმანი − აკაკი წერეთლის „პატრიოტის აღსარება“. შეხვედრის მეორე ნაწილში მთარგმნელმა ლია ვიტეკმა წაიკითხა მოხსენება თემაზე „მხატვრული თარგმანის ისტორიის სათავეები“.
მასტერკლასის მიზანია ხელი შეუწყოს მთარგმნელების პროფესიულ განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და ქართულ-გერმანული კულტურული კავშირების გაღრმავებას.