2 ნოემბერს მწერალთა სახლში ქართულ-პოლონური ლიტერატურული საღამო გაიმართა, სადაც სარეზიდენციო და მთარგმნელობითი პროგრამების მონაწილე ავტორებმა მკითხველს საკუთარი
შემოქმედება წარუდგინეს.
საღამო ქართული და პოლონური პოეზიის მრავალფეროვნებისა და საერთო სულიერი თემების აღმოჩენის შესაძლებლობა იყო − სტუმრებმა უკეთ გაიცნეს ორივე ქვეყნის თანამედროვე ლიტერატურული და ავტორების ინდივიდუალური სტილი.
პროექტის ფარგლებში ქართველი და პოლონელი პოეტები, აგრეთვე საბავშვო პროზის ავტორები, ორი დღის განმავლობაში ერთობლივად თარგმნიდნენ პოეტურ ტექსტებს, რაც კულტურათაშორისი დიალოგის და შემოქმედებითი თანამშრომლობის მაგალითად იქცა.
პოლონელმა ავტორებმა გამოხატეს სურვილი, რომ ქართველ მწერლებს მიეცეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ვარშავისა და გდანსკის ლიტერატურულ ფესტივალებში.
თბილისში ყოფნის დღეებში სტუმრებმა დაათვალიერეს ქალაქის ღირსშესანიშნაობები და მწერალთა სახლის ისტორიული სივრცეები − დავით სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმი და რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი.
პროექტის ფარგლებში იგეგმება ორენოვანი პოეტური კრებულის გამოცემა, რომელიც მონაწილე ავტორების ლექსებს გააერთიანებს და კიდევ უფრო გააღრმავებს ქართულ-პოლონურ ლიტერატურულ ურთიერთობებს.