თარიღი : 01.06.2026
სსიპ „მწერალთა სახლი“
იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია
მუხლი 1. კონკურსის მიზანი:
იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მიზანია საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენა და ხელშეწყობა.
პრემიის სრული ბიუჯეტი შეადგენს 100 000 (ასი ათასი) ლარს.
მუხლი 2. კონკურსის პირობები:
1. პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი ცხადდება სსიპ „მწერალთა სახლის“ ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით www.writershouse.ge
2. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:
საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს);
საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს;
ნომინაციაზე „საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის“ განაცხადის წარმოდგენის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს).
3. საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე;
4. თითოეულ კონკურსანტს შეუძლია თითო ნაწარმოების წარდგენა რამდენიმე ნომინაციაში (მაქსიმუმ 3 ნომინაცია).
5. პრემიის ლაურეატები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:
• საუკეთესო პოეტური წიგნი (გაიცემა სამი პრემია);
ა). ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი;
ბ). პატარებისთვის, 7 – 12 წელი;
გ). ყმაწვილებისთვის, 13 +
• საუკეთესო პროზაული წიგნი (გაიცემა სამი პრემია);
ა) ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი;
ბ) პატარებისთვის, 7 – 12 წელი;
გ) ყმაწვილებისთვის, 13 + .
• საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი (გაიცემა ორი პრემია);
ა) ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი;
ბ) პატარებისთვის, 7 – 12 წელი;
• საუკეთესო საბავშვო დრამატურგია (გაიცემა ერთი პრემია);
• საუკეთესო დებიუტი (გაიცემა ერთი პრემია);
• საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი (გაიცემა ერთი პრემია);
• საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი (გაიცემა ერთი პრემია);
• საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის (გაიცემა ერთი პრემია).
• ნომინაციაზე „საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის“ განაცხადის წარმოდგენის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს).
6. თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 5000 (ხუთი ათასი) ლარს (კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით);
7. კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, კონკურსანტმა საპროექტო განაცხადი უნდა წარმოადგინოს მხოლოდ წინა წელს წიგნად გამოცემული ნაწარმოების შესაფასებლად;
8. კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება − სსიპ „მწერალთა სახლის“ დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად;
ბ) სსიპ „მწერალთა სახლის“ დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა, რომელსაც თან უნდა ერთოდეს კონკურსის ფარგლებში განსახილველი ნაწარმოების ელექტრონული ვერსია.
9. კონკურსანტმა ნაწარმოები უნდა წარმოადგინოს როგორც ელექტრონული ფორმით, ისე ნაბეჭდი წიგნის სახით 5 ეგზემპლარად, სსიპ „მწერალთა სახლის“ ოფისში (მისამართი: ქ. თბილისი, მაჩაბლის ქ. 13), ხოლო ნომინაციებში − „საუკეთესო საბავშვო დრამატურგია“ და „საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი“ − კონკურსანტს მიეცემა შესაძლებლობა, პიესები და ინოვაციური პროექტები წარმოადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით ელ.ფოსტაზე: contest@writershouse.ge
10. კონკურსანტი უფლებამოსილია შეცვალოს წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი, ან/და დამატებით წარმოადგინოს დოკუმენტაცია, მხოლოდ კონკურსის ფარგლებში საპროექტო განაცხადების მიღების ვადის დასრულებამდე;
11. საპროექტო განაცხადი მიღებულად ითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ელექტრონულად გამოგზავნილ საპროექტო განაცხადზე ელ.ფოსტიდან contest@writershouse.ge განმცხადებელი მიიღებს დასტურს განაცხადის მიღების შესახებ;
12. საპროექტო განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, კონკურსანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრება 2 სამუშაო დღე, რომლის გამოუსწორებლობის შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია რჩება განუხილველი;
13. საპროექტო განაცხადის განხილვის პროცესში სსიპ „მწერალთა სახლი“ იტოვებს დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნის უფლებას;
14. კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ნაბეჭდი წიგნები რჩება სსიპ „მწერალთა სახლში“.
მუხლი 3. კონკურსის ვადები:
1. საპროექტო განაცხადების მიღება ხდება 2026 წლის 1 ივნისიდან 1 ივლისის 18:00 საათამდე;
2. კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება 2026 წლის 27 ოქტომბერს − იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეზე.
მუხლი 4. საპროექტო განაცხადის შერჩევის/შეფასების წესი:
1. კონკურსის ფარგლებში რეგისტრირებულ საპროექტო განაცხადებს განიხილავს და შეაფასებს სსიპ „მწერალთა სახლის“ დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული საკონკურსო კომისია 5 წევრის შემადგენლობით.
2. კომისიის წევრები შეფასებისას გაითვალისწინებენ წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისობას კონკურსის მიზნებთან და პირობებთან, ასევე სრულყოფილად წარმოდგენილ სააპლიკაციო ფორმას (ქულობრივი შეფასების საფუძველზე 10 ბალიანი სისტემის მიხედვით).
3. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, გადაწყვეტილებას გამარჯვებულის შესახებ იღებს კომისიის თავმჯდომარე.
4. კომისია იტოვებს უფლებას გამონაკლისის სახით ერთჯერადად დაუშვას პრემიის გაყოფა ერთ ან ორ ნომინაციაში. ამ შემთხვევაში საპრიზო თანხაც გაიყოფა ორად.
მუხლი 5. საკონკურსო კომისია:
1. კონკურსის ფარგლებში რეგისტრირებული განცხადებების განხილვისა და შეფასების მიზნით, სსიპ „მწერალთა სახლის“ დირექტორის ბრძანებით იქმნება საკონკურსო კომისია (შემდგომში − კომისია);
2. საკონკურსო კომისია განისაზღვრება 5 წევრით. კომისიის წევრების შემადგენლობა თანხმდება საქართველოს კულტურის სამინისტროსთან.
3. კომისიის შემადგენლობაში შედიან კონკურსის თემატიკის შესაბამისი დარგის სპეციალისტები;
4. კომისია გადაწყვეტილების უნარის მქონეა, თუ სხდომას ესწრება წევრთა არანაკლებ ორი მესამედი;
5. კომისიის წევრებს ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნებათ ინფორმაცია სხდომის დღის წესრიგის, განხილვის ადგილის, თარიღის/დროისა და განსახილველი საკითხების შესახებ;
6. კომისიის თითოეული წევრი, ინდივიდუალურად აფასებს თითოეულ საპროექტო განაცხადს და შეფასებას ელექტრონული ფოსტის (ან საგამონაკლისო შემთხვევაში მატერიალური სახით) საშუალებით უგზავნის სსიპ „მწერალთა სახლის“ უფლებამოსილ პირს (საკონკურსო პროგრამების მენეჯერს ან სსიპ „მწერალთა სახლის“ დირექტორის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს);
7. კომისიის სხდომის შედეგები ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი;
8. საკონკურსო კომისიის მდივნის ფუნქციას ასრულებს საკონკურსო პროგრამების მენეჯერი ან სსიპ „მწერალთა სახლის“ დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი;
9. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს საკონკურსო კომისიის სხდომებს და მონაწილეობს კონკურსის ფარგლებში შემოსული განცხადებების განხილვა/შეფასებაში;
ბ) აკონტროლებს სხდომებისთვის საკონკურსო დოკუმენტაციისა და მასალების მომზადებას.
10. საკონკურსო კომისიის საქმიანობის ადმინისტრირებას ახორციელებს კომისიის მდივანი, რომელიც:
ა) უზრუნველყოფს საკონკურსო კომისიის სხდომების ჩატარებას, კომისიის თავმჯდომარეს უწევს დახმარებას თავის საქმიანობაში, კომისიის წევრებს ატყობინებს სხდომების ჩატარების დროსა და ადგილს, კომისიის წევრებისათვის ქმნის შესაბამის სამუშაო პირობებს და უზრუნველყოფს მათ საჭირო მასალებითა და დოკუმენტებით;
ბ) კონკურსის ფარგლებში განცხადებების მიღების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს საკონკურსო კომისიის წევრებს სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის საშუალებით უგზავნის რეგისტრირებულ განცხადებებს და შესაბამის დოკუმენტაციას;
გ) აწარმოებს საკონკურსო კომისიის სხდომების ოქმებს;
11. საკონკურსო კომისიის წევრი ვალდებულია, საკონკურსო კომისიის მიერ განცხადებების განხილვის დაწყებამდე განაცხადოს თვითაცილება, თუ არსებობს გარემოება, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს რომელიმე განცხადების ობიექტურად შეფასებასა და გადაწყვეტილების მიუკერძოებლად მიღებაში;
12. თუ საკონკურსო კომისიის წევრი არ განაცხადებს თვითაცილების შესახებ და აღნიშნულის შესახებ კონკურსის მიმდინარეობისას გახდება ცნობილი, მისი შეფასება, მოცემული განცხადების შესახებ, არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
13. საკონკურსო კომისიის წევრები ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალურობა და არ გაამჟღავნონ კონკურსის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, საკონკურსო კომისიის მუშაობის შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე.
14. საკონკურსო კომისიის საქმიანობა ანაზღაურებადია. საკონკურსო კომისიის წევრების ანაზღაურების ფონდი არ უნდა აღემატებოდეს 7800 ლარს.
მუხლი 6. საკონტაქტო ინფორმაცია
კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვების, ასევე წარდგენილ განაცხადზე დასტურის არმიღების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: contest@writershouse.ge