2019 წელს გურამ დოჩანაშვილის 80 წლის იუბილის აღსანიშნავად მწერალთა სახლმა IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
მოსწავლებს გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მიხედვით სამი შემოთავაზებული თემიდან უნდა დაეწერათ და საკონკურსოდ წარმოედგინათ ერთ-ერთი:
კარცერი-ლუქსი - ოცნება წიგნის მოყვარულთათვის („კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“);
გზა მწყემსობიდან ვატერპოლომდე („ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“);
ჩემი საყვარელი ნაწარმოები გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებიდან.
ჟიურიმ, რომელიც მწერალთა სახლის თანამშრომლებისგან შედგებოდა, შემოსული 500-ზე მეტი ნაშრომიდან 12 საუკეთესო შეარჩია. გაიცა სამი პრემია და ცხრა წამახალისებელი პრიზი. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ წიგნის მაღაზია ,,ბიბლუსის'' ვაუჩერებით.
I პრემია - 500 ლარიანი ვაუჩერი
II პრემია - 300 ლარიანი ვაუჩერი
II პრემია - 200 ლარიანი ვაუჩერი