ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული საზოგადო მოღვაწის, მწერლის, პუბლიცისტისა და ეროვნული მოძრაობის ლიდერის – ილია ჭავჭავაძის მემორიალურ მუზეუმს.


მუზეუმი მდებარეობს ილია ჭავჭავაძის მშობლიურ კარ-მიდამოში, ქალაქ ყვარელში.

მუზეუმი 1937 წლის 6 ივნისს გაიხსნა ყვარლის რაიაღმასკომის დადგენილებით, როგორც ბიბლიოთეკა-მუზეუმი. 1943 წელს საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა სახელმწიფო მუზეუმის იურიდიული სტატუსი.

მუზეუმის კომპლექსი მოიცავს ილია ჭავჭავაძის მშობლებისეულ სახლს, მარანს, კოშკს, საექსპოზიციო შენობასა და ეზოს ტერიტორიას. საექსპოზიციო შენობა აგებულია სპეციალურად მუზეუმისთვის, 1978 წელს.

მუზეუმის ეზოში განთავსებულია მემორიალური ნაგებობები: მშობლებისეული სახლი, მარანი, წისქვილი, კოშკი, ბეღელი და სათონე (XVII-XIX სს.), რომლებსაც 1983-
1987 წლებში ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. ექვსივე მემორიალურ ნაგებობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

მუზეუმს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.

მუზეუმის საგამოფენო სივრცეები განთავსებულია როგორც ილია ჭავჭავაძის მშობლებისეულ სახლში, ისე სპეციალურად მოწყობილ საექსპოზიციო შენობაში.

საგამოფენო დარბაზები თემატურად აერთიანებს მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდს, მის საზოგადოებრივ საქმიანობასა და ეპოქის კულტურულ გარემოს.

ექსპოზიცია ქრონოლოგიური და თემატური პრინციპით არის მოწყობილი. წარმოდგენილია:
• ილია ჭავჭავაძის ბავშვობა და ოჯახური გარემო;
• განათლება და საზოგადოებრივი მოღვაწეობა;
• ლიტერატურული და პუბლიცისტური საქმიანობა;
• ეროვნული მოძრაობა და საზოგადოებრივი როლი;
• ილიას ეპოქის კულტურული და ისტორიული მასალები.

მუზეუმში დაცულია და ექსპოზიციაში წარმოდგენილია:
• ილია ჭავჭავაძისა და მისი ოჯახის პირადი ნივთები;
• ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები;
• ხელნაწერებისა და დოკუმენტების ასლები;
• ფოტომასალა;
• ეთნოგრაფიული და მემორიალური ექსპონატები;
• ილიას ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ისტორიული მასალა.

მუზეუმში ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომია აუდიოვიზუალური მასალები, რომლებიც ილია ჭავჭავაძის ცხოვრებას, შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ასახავს. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება საპრეზენტაციო ტექნიკა და ვიდეომასალები.


მუზეუმში რეგულარულად იმართება:
• დროებითი გამოფენები;
• საგანმანათლებლო პროგრამები;
• შემეცნებითი შეხვედრები;
• ლექციები;
• ლიტერატურული და კულტურული საღამოები;
• სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები.

აღნიშნული აქტივობები მიზნად ისახავს ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, კულტურული ცნობიერების ამაღლებასა და ახალგაზრდების ჩართულობას.

6. ვიზიტორთა მომსახურება

სამუშაო დღეები: სამშაბათი-კვირა
დასვენების დღე: ორშაბათი
სამუშაო საათები: 10:00-17:00

ბილეთების ფასები:
• ზრდასრული ვიზიტორი – 7 ლარი
• მოსწავლე/სტუდენტი – 5 ლარი
• ექსკურსია (გიდის მომსახურებით) – 15 ლარი

მუზეუმში უფასოდ დაიშვებიან:
• მუზეუმელთა ალიანსის წევრები;
• ICOM-ის წევრები;
• 6 წლამდე ბავშვები;
• შშმ პირები;
• სოციალურად დაუცველი პირები;
• ბუფერულ ზონაში მცხოვრები პირები.

მუზეუმში ხელმისაწვდომია გიდის მომსახურება. ტურები ტარდება ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე.

მისამართი:
საქართველო, ქ. ყვარელი, შოთა რუსთაველის ქუჩა №2

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელეფონი: +995 577 90 92 96
ელ.ფოსტა:
kvarelimuzeumi@gmail.com