აკაკი წერეთლის სახელმწიფო ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი ეწევა კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას და პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების პოპულარიზაციას.

აკაკის სახლი სახლ-მუზეუმად გამოცხადდა 1939 წელს. 1915 წლიდან, პოეტის გარდაცვალების შემდეგ, მუზეუმის გახსნამდე სახლს პატრონობდა აკაკის ნების აღმსრულებელი კოტე აბდუშელიშვილი, რომელიც 1929 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ სახლის მოვლა-პატრონობა გააგრძელა მისმა მეუღლემანიკო თარხნიშვილ-აბდუშელიშვილმა. სახლი სახელმწიფო მუზეუმად გამოცხადდა 1943 წელს და დღემდე ინარჩუნებს ამ სტატუსს.

მუზეუმს აქვს საგამოფენო დარბაზი, სადაც ცნობილ მხატვართა ტილოებით სრულყოფილად არის წარმოდგენილი მგოსნის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ექსპოზიცია. დარბაზი გაიხსნა 2017 წელს, შედგება ორი სართულისგან. ექსპოზიცია განლაგებულია ქრონოლოგიური და თემატური პრინციპით (წერეთელთა გვარი, მშობლები, და-ძმები, ბავშვობა, სტუდენტობა, მოღვაწეობის მრავალფეროვანი მხარეები და ა.შ.).

მუზეუმსა და საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილია პოეტის პირადი ნივთები, ბიბლიოთეკა, ფოტო-დოკუმენტური მასალა, ხელნაწერები, ხელნაწერთა ასლები და ა.შ.

მუზეუმში პერიოდულად იმართება დროებითი გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები, ლექციები და კულტურული ღონისძიებები.

სამუშაო დღეები:

სამშაბათი-კვირა

10:00-დან 17:00 საათამდე

მუზეუმი დამთვალიერებლებს ემსახურება ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე.

ბილეთის ფასი:

1. მოსწავლე 2 ლარი

2. უფროსი ასაკი − 5 ლარი

3. ექსკურსიის მომსახურება 10 ლარი

4. საქორწილო რიტუალი − 100 ლარი

5. უცხოელ ვიზიტორთა მომსახურება − 10 ლარი

6. ნათლობისა და სხვა ცერემონიების მომსახურების გადასახადი50

  ლარი.

 

მუზეუმი უფასოდ ემსახურება:

1. შშმ-პირებს

2. სკოლამდელ აღსაზრდელებს

3. აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილებს

4. სამხედრო პირებსა და ვეტერანებს.

 

მუზეუმის ადმინისტრაცია:

ელგა კიპაროიძე, ტელ: 598 24 97 18

მუზეუმის მმართველი

ცეზარ ლაშხი, ტელ: 577 97 79 70

akakitseretlismuseum@gmail.com