დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, მწერლის, პუბლიცისტისა და შექსპიროლოგის, ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმი 2008 წლის 8 აგვისტოს ომს ემსხვერპლა. მაჩაბლების ისტორიული სახლ-მუზეუმი წარმოადგენდა ქართული კულტურის ერთ-ერთ კერას, რომელიც XIX-ის მეორე ნახევარში იყო აგებული.

 

დევნილობაში არსებული მუზეუმი ამჟამად მდებარეობს მცეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის დევნილთა დასახლებაში.

მუზეუმი ემსახურება საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ საქმიანობას, ივანე მაჩაბლის ხსოვნის უკვდავყოფასა და მის პოპულარიზაციას.

 

უზეუმი განთავსებულია კოტეჯში (საერთო ფართი: 56 კვ.მ) და აქვს  საგამოფენო სივრცე (19 კვ.მ), სამუშაო ოთახი და ბიბლიოთეკა.

 

ქსპოზიცია შედგება ივანე მაჩაბლის ცხოვრებისა და მისი მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალებისგან (ასლებისგან), რომლებიც განთავსებულია საგამოფენო სივრცეში.

 

მუზეუმში გამოფენილია ივანე მაჩაბლისა და მისი ახლობლების ამსახველი ფოტოები (ასლები) და მემორიალური ნივთი.

 

მუზეუმში სისტემატურად იმართება კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები, ლიტერატურული საღამოები, გამოფენები .

 

მუზეუმის სამუშაო განრიგი:

სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 11:00-დან 18:00 საათამდე.

მუზეუმში შესვლა უფასოა.

 

გიდის მომსახურება:

მუზეუმს ჰყავს ქართულ-რუსულენოვანი გიდი (ძირითადად მომსახურება ხდება ქართულ ენაზე).

 

მისამართი:

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი წეროვანი (დევნილთა დასახლებ) რიგი 8. ბინა 407.

     

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელეფონი: 599 98 21 22

ელ. ფოსტა: machablismuseumi@gmail.com