დიდი ქართველი საბავშვო მწერლის, პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში.

მუზეუმი გაიხსნა 1958 წლის 14 დეკემბერს, 1990 წელს აღადგინეს საცხოვრებელი სახლი პროექტის მიხედვით

2013 წელს იაკობ გოგებაშვილის დედაენას მიენიჭა არამატერიალური ძეგლის სტატუსი და განესაზღვრა ეროვნული კატეგორია

2018 წლის 17 აპრილს იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი

2019 წლის 29 მაისს იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიენიჭა ეროვნული კატეგორია

მუზეუმის ძირითად ფონში ირიცხება 1721 ექსპონატი

პირველ სართულზე მდებარეობს საექსპოზიციო სივრცე (იქ, სადაც იაკობმა თავის დროზე გახსნა სკოლა), სადაც ექსკურსიამძღოლები დამთვალიერებელს მწერლის ბიოგრაფიას მოუთხრობენ. მეორე სართულზე გამოფენილია იაკობის მემორიალური ნივთები.

ქვედა სართული ეპოქის ამსახველია. პირველი ოთახისადგომი ოთახი. მეორესამზარეულო და მესამემარანი. ეზოში განთავსებულია ამფითეატრი, სადაც წარმოდგენილია სკულპტურები იაკობის მოთხრობების მიხედვით (სკულპტურების ავტორია მოქანდაკე გია ჯაფარიძე). 

სახლ-მუზეუმი ფართო საგანმანათლებლო სამუშაოს ეწევა, სისტემატურად ეწყობა მოძრავი გამოფენები, ტარდება სამეცნიერო სესიები, ლექცია-დისკუსიები, ღია გაკვეთილები, ლიტერატურული ღონისძიებები, ყოველწლიურად ტარდება სახალხო დღესასწაული იაკობობა.

სამუშაო საათები:

სამშაბათი − კვირა

10:00-18:00

ბილეთის საფასური:

მოსწავლეები − 5 ლარ

სრულწლოვანი ვიზიტორის ბილეთის საფასური შეადგენს 7 ლარს.

სოციალურად დაუცველებისთვის, დევნილებისთვის, შშმ-პირებისთვის, ომის ვეტერანებისთვის, მუზეუმის თანამშომლებისთვის ამ სტატუსის მქონე პირებისთვის მუზეუმ ვიზიტი უფასო

გიდის მომსახურება შესაძლებელია მხოლოდ ქართულ ენაზე

 

მისამართი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ვარიანი.

ტელ: 598 20 61 00; 598 65 72 63

საკონტაქტო პირი: ქეთევან ბერკაცაშვილი