გალაკტიონ ტაბიძის მუზეუმი 1966 წელს გაიხსნა. 1969 წელს საფუძველი ჩაეყარა გალაკტიონ ტაბიძის საექსპოზიციო დარბაზის მშენებლობას და 1973 წლის 8 ნოემბერს გალაკტიონ ტაბიძის 80 წლის საიუბილეო დღეებში საზეიმოდ გაიხსნა.

გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლი, როგორც გადმოცემითაა ცნობილი, აგებულია გალაკტიონის ბაბუის − სტეფანე ტაბიძის მიერ XIX საუკუნის მეორე ნახევარში.

სახლი შედგება ორი ოთახისგან − ძირითადი ოთახი და მის გვერდით გალაკტიონის სამუშაო ოთახი, რომლის სარკმელთან დღესაც დგას ცნობილი იასამანი ლექსიდან „მე და ღამე“.

ძირითადი ოთახი იყო სახლის სასტუმროც, სამზარეულოც და საძინებელი ოთახიც.

ოთახში არის გალაკტიონის ოჯახისეული მემორიალური ნივთები, ხოლო გვერდით ოთახში, რომელიც გალაკტიონის სამუშაო სივრცე იყო, ძირითადად გალაკტიონისეული მემორიალური ნივთებია მოთავსებული.

მუზეუმს აქვს 1973 წელს აგებული შენობა, რომელშიც განთავსებულია ადმინისტრაციული ნაწილი და საგამოფენო დარბაზი. საგამოფენო დარბაზში ამ მომენტში ექსპოზიცია არ არის მოწყობილი. ამჟამად ამ სივრცეს მუზეუმი იყენებს, როგორც საკონფერენციო დარბაზს, სადაც ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიება, ლიტერატურული და საგანმანათლებლო პროგრამები.

გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლი თავისი ავთენტიკური ეზოთი 2017 წლიდან წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის, ხოლო 2019 წლიდან სახელმწიფო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.

1968 წელს საზოგადოებრივ საწყისებზე დაიწყო ფუნქციონირება და 1980 წლიდან გაიხსნა ტ. ტაბიძის სახლ-მუზეუმი, რომელიც წარმოადგენდა გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმის ფილიალს.

ტიციანის მემორიალური სახლი აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევრის დასასრულს. ტიციანის ძმამ 1972 წელს მუზეუმს უსასყიდლოდ გადმოსცა სახლის ნაწილი მუზეუმის ფუნქციონირებისთვის. ოთახში განლაგებულია მემორიალური ნივთები, რომელიც ტიციანის ოჯახს ეკუთვნოდა.

1985 წელს აიგო ტიციანის საგამოფენო დარბაზი, რომელიც ამორტიზებული და დამთვალიერებლისთვის დაკეტილი იყო 2007 წლიდან, მიმდინარე წელს კი მოხდა საექსპოზიციო დარბაზის დემონტაჟი.

2000 წლიდან მუზეუმები გაერთიანდა ერთ მუზეუმად − „გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი“.

2008 წლის მარტიდან შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი.

მუზეუმის სამუშაო დღეები:

სამშაბათი-კვირა.

ორშაბათობით მუზეუმში დასვენების დღეა.

სამუშაო საათები: 10:00-18:00

ბილეთის ღირებულება: 6 ლარი;

გიდის მომსახურება: 30 ლარი;

მოსწავლის სტატუსის მქონე პირები (მოსწავლეები, სტუდენტები) სარგებლობენ 50%-იანი ფასდაკლებით.

ბილეთის ფასი პენსიონერთათვის: 3 ლარი.

სასკოლო და პენსიონერთა ჯგუფებისთვის გიდის ღირებულება 25 ლარია.

მუზეუმში უფასოდ დაიშვებიან შემდეგი პირები:

იძულებით გადაადგილებული პირები;

6 წლამდე ასაკის ბავშვები;

შშმ-პირები თანმხლებ პირთან ერთად;

სოციალურად დაუცველი პირები;

ომის ვეტერანები;

ICOM-ის წევრები.

 

მისამართი:

ვანის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჭყვიში.

საკონტაქტო პირი: ესმა ხურციძე

ტელ: 577 95 18 80

tabidzeebismuzeumi@gmail.com