„სამყარო ხვალ“ ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობების კონკურსია, რომელიც მწერალთა სახლმა პირველად გამოაცხადა 2020 წელს და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებს.
გამარჯვებულებმა მწერალთა სახლისგან მიიღეს მაღაზია „ზუმერის“ 500, 400 და 300 ლარიან ვაუჩერებო.
კონკურსის ჟიურიმ, რომელის წევრებიც იყვნენ ირაკლი ლომოური, ზურაბ პაპიაშვილი, ლელა შუბითიძე, ნინო ბექიშვილი და ვასო გულეური 99 საკონკურსო მოთხრობა განიხილეს, საიდანაც 10 ფინალისტი გამოვალინეს.