2020 წელს მწერალთა სახლმა დაიწყო ახალი ყოველწლიური პროექტი „ბავშვები ურჩევენ ბავშვებს“. პროექტის მიზანია, მოზარდებმა თავად შეარჩიონ და ურჩიონ თანატოლებს, რა წიგნები წაიკითხონ ზაფხულში.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს სკოლების VI-IX კლასების მოსწავლეებს.
პროექტის პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა უნდა ჩაწერონ მოკლე ვიდეო (ქრონომეტრაჟი მაქსიმუმ 90 წმ), სადაც რეკომენდაციას გაუწევენ ერთ კონკრეტულ წიგნს და რამდენიმე წინადადებაში ჩამოაყალიბებენ თავის მოსაზრებას, რატომ ურჩევენ თანატოლებს ამ წიგნის წაკითხვას.
გამარჯვებულები ხმის მიცემით ვლინდებიან. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულებს გადაეცემათ შესაბამისად 300, 200 და 150 ლარიანი „ბიბლუსის“ ვაუჩერები, ასევე გაიცემა ხუთი წამახალისებელი პრიზი 70 ლარიანი „ბიბლუსის“ ვაუჩერის სახით.
2020 წლის გამარჯვებულები:
- 1 ადგილი - მიხეილ ბერუაშვილი, თბილისის 175-ე სკოლა - ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“;
- 2 ადგილი - გიორგი გოგელია, სკოლა „გენიოსი“ - რაქელ პალაციოს „ავგუსტი და მე“;
- 3 ადგილი - ანა ზაქუტაშვილი, სკოლა „გენიოსი“ - ანე ფრანკის დღიური.
წამახალისებელი პრიზები გადაეცათ:
- თამრი გელაშვილი, კომაროვის სკოლა - დენ ბრაუნის „ანგელოზები და დემონები“;
- სესილი ერაგია, ფოთის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლა - ხალიდ ჰოსეინის „ფრანით მორბენალი“;
- ნიკოლოზ კორტავა, სკოლა „ოპიზა“ - ჯინ ბერდსოლის „პენდერუიკების ოჯახი“;
- მართა ივანეიშვილი, ორპირის საჯარო სკოლა - ალექსანდრე დიუმას "გრაფი მონტე-კრისტო";
- ალიკა გიჰკაშვილი, თეოფანე დავითიას სახელობის ფოთის #1 საჯარო სკოლა - ბრენდონ მულის „თავისუფლებისთვის დაბადებულნი“.
2021 წლის გამარჯვებულები:
- I ადგილი - მიხეილ ბერუაშვილი, თბილისის 175-ესაჯარო სკოლა - ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“
- II ადგილი - ბარბარე მხეიძე, ჯიხაშკარის პირველი საჯარო სკოლა - მარკუს ზუზაკის „წიგნის ქურდი“;
- III ადგილი - სიდონია იაკობაძე, თბილისის 92-ე საჯარო სკოლა - რაქელ პალაციოს „საოცრება“
წამახალისებელი პრიზები გადაეცათ:
- ალინა იუსუპოვა, ბათუმის მე-7 საჯარო სკოლა - რუტა სეპეტისის „რუხ ჩრდილებს შორის“;
- ბესო ჩიკვილაძე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლა - რაქელ პალაციოს „ავგუსტი და მე“;
მწერალთა სახლის რჩეული - ნიკოლოზ ლობჯანიძე, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლა - უილიამ ფოლკნერის „დათვი“.