2021 წლის 25-28 თებერვალს მწერალთა სახლის ორგანიზებით გაიმართა ქართული ონლაინ ლიტერატურული ფესტივალი ინგლისურენოვანი ქვეყნებისთვის - Georgia’s Fantastic Tavern - Where Europe Meets Asia. ფესტივალის პარტნიორები არიან ბრიტანული ბიბლიოთეკა (British Library) და ამერიკული ლიტერატურული პლატფორმა - სიტყვები საზღვრებს გარეშე (Words Without Borders).

 

ლიტერატურული ფესტივალი 1921 წლის თებერვლის რუსული ოკუპაციიდან ერთი საუკუნის და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30  წლისთავის აღსანიშნავად ჩატარდა. სწორედ ამიტომ,  ფესტივალის კონცეფცია და შთაგონება  საქართველოს პირველი დემოკრატიული  რესპუბლიკა  (1918-1921),  თბილისის  1910-20-იანი  წლების  ავანგარდული კაფეების   ესთეტიკა   და   დამოუკიდებლობის   პერიოდში   შექმნილი   ლიტერატურა   და ხელოვნება გახდა. საქართველოს ისტორიის ამ მნიშვნელოვან პერიოდზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ  24  მონაწილე შეირჩა:  მწერლები, ჟურნალისტები,  ლიტერატურის კრიტიკოსები, მხატვრები, ისტორიკოსები და ..

 

ფესტივალის კონცეფცია და პროგრამა შემუშავდა მწერალთა სახლისა და ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტისა და ლიტერატურის კრიტიკოსის მაია ჯაგის (ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი) თანამშრომლობით.

 

ფესტივალის  ფარგლებში  დაგეგმილი  11   ღონისძიების  ფარგლებში  მწერლებმა  ისაუბრებეს თავისუფლებაზე, სატირასა და იუმორზე, ქალებზე ხელოვნებაში, თანამედროვე მთარგმნელობით პროცესებზე, თბილისზე, კაცის კულტსა და მასკულინობაზე, პოლიფონიასა და ჯაზზე და ქართულ სამზარეულოზე.

 

ფესტივალის მონაწილეები: დათო ტურაშვილიაკა მორჩილაძენანა ექვთიმიშვილითამთა მელაშვილილაშა ბუღაძედათო გაბუნიაბექა ადამაშვილიზურაბ ქარუმიძე და არჩილ ქიქოძე.

ფესტივალის საპატიო სტუმრებინინო ხარატიშვილი და ბორის აკუნინი

 

მთარგმნელებმალინ კოფინი და თამარ ჯაფარიძეისაუბრეს თარგმანის სირთულეებზე და ინგლისურენოვან თარგმანებზე.

პროგრამაში ასევე მონაწილეობდა დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ცნობილი ქართველი მომღერალი, ქეთი მელუა, რომელმაც სპეციალურად ფესტივალის მაყურებლისთვის იმღერა.

 

პროგრამის კულინარიულ ნაწილს კი წარმოადგენდა ცნობილი ქართველი შეფი და ქართული მასტერშეფის ჟიურის წევრილუკა ნაჭყებია.

 

მწერალთა სახლმა სპეციალურად ფესტივალისთვის მოამზადა დოკუმენტურფილმი, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდს ეძღვნება და საერთაშორისო აუდიტორიას მოუთხრობს ამ პერიოდის კულტურულ ცხოვრებასა და ისტორიულ პერიპეტიებზე.

 

ფესტივალის ფარგლებში, პირველად, ნიუ-იორკის საერთაშორისო ლიტერატურულ ონლაინ ჟურნალში Words Without Borders გამოქვეყნდა ინგლისურ ენაზე თარგმნილი ეპიზოდები არჩილ ქიქოძის, თამთა მელაშვილისა და ლაშა ბუღაძის რომანებიდან.

 

ლიტერატურული ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს საელჩო გაერთიანებულ სამეფოში, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, რუსთაველის თეატრი და ლიტერატურის მუზეუმი.

 

შეგახსენებთრომ ლონდონში 2016 წელს  ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ქართველი მწერლების მონაწილეობით პირველი  ფესტივალი Where  Europe  meets  Asia  -  Georgia25 გაიმართარასაც მნიშვნელოვანი გამოხმაურება მოჰყვა ბრიტანულ და ამერიკულ მედიაში.

 

აღსანიშნავია, რომ ფესტივალს 2021 წელს 80-ზე მეტი ქვეყნიდან 80 000 ვიზიტორი ჰყავდა

 

იხილეთ ფესტივალის პროგრამა:

26 თებერვალი 

27 თებერვალი 

28 თებერვალი