ლონდონის წიგნის ბაზრობა საერთაშორისო საბაზრო პლატფორმაა, სადაც მონაწილეობას იღებს 1700-ზე მეტი უცხოელი გამომცემელი, წიგნით მოვაჭრე და ლიტერატურული აგენტი. ლონდონის წიგნის ბაზრობა ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა საავტორო უფლებების ყიდვა-გაყიდვის მიმართულებით, პროფესიული განვითარების კუთხით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ 300-მდე სხვადასხვა საგანმანათლებლო სემინარებსა და კონფერენციაზე. ზემოთქმული ბაზრობა ძირითადად ორიენტირებულია საგამომცემლო, სადისტრიბუციო და სასტამბო საქმიანობის განვითარებაზე.
საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე 2013 წლიდან მონაწილეობს.