მწერალთა სახლის ორგანიზებით, 2020 წელს, 1 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, გაიმართა სარეზიდენციო პროგრამა თანამედროვე ავტორებისა და უცხოენოვანი ლიტერატურის ქართულ ენაზე მთარგმნელთათვის. ორკვირიანი პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატები თბილისში, მწერალთა სახლის რეზიდენციაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ.
სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ ავტორებსა და/ან მთარგმნელებს, რომლებიც მუშაობენ ლიტერატურული ტექსტის შექმნაზე ან თარგმანზე. ჟანრი შეზღუდული არ ყოფილა.
საკონკურსო განაცხადების შერჩევა მოხდა მწერალთა სახლისა და მწერალთა სახლთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს მიერ კონკურსის პირობების და მოთხოვნების გათვალისწინებით.
პროგრამის მონაწილისათვის აუცილებელი პირობაა: ქართულ გამომცემლობასთან გაფორმებული ხელშეკრულება ტექსტის/თარგმანის გამოცემასთან დაკავშირებით.
კონკურსის საფუძველზე შეირჩა 6 აპლიკანტი:
1. ნინია სადღობელაშვილი - ,,დაბადების დღე“
2. დათია ბადალაშვილი - ,,ლეკვების სამოთხე“
3. არჩილ ქიქოძე - ,,ხვლიკი საფლავის ქვაზე“
4. კატო ჯავახიშვილი - ,,სად არის ანდრეიკა?!“
5. აბო იაშაღაშვილი - ,,ალ-ტაბარის იაგუნდი“
6. ქეთევან ქანთარია - ბრუნო შულცი ,,სანატორიუმი ქვიშის საათქვეშ“
მწერალთა სახლმა უნზრუნველყო მათი ფინანსური მხარდაჭერა: