მუზეუმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით მწერალთა სახლმა, ამერიკის საელჩოსთან ერთად, ამავე პროგრამის ფარგლებში გამოაცხადა კონკურსი ავტორებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან, გაატარონ რამდენიმე კვირა თბილისში, მწერალთა სახლის რეზიდენციაში და იკვლიონ საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული ქართველი მწერლების ისტორიები. გამარჯვებული ავტორის მიერ სარეზიდენციო პერიოდში დაწერილი ტექსტი (სტატია, კვლევითი პროექტი თუ სხვა) გამოქვეყნდება ქართულ და ინგლისურ ენებზე როგორც ქართულ, ასევე დასავლურ პრესაში, რელევანტურ პერიოდიკაში და/ან სხვადასხვა ბეჭდურ თუ ონლაინ პლატფორმაზე.
კანდიდატების მიმართ მოთხოვნები გამოქვეყნებული იყო კონკურსის შესახებ განაცხადში: https://writershouse.ge/index.php?m=169&news_id=290
კონკურსში გამოვლინდა სამი გამარჯვებული: ამერიკის საელჩოს დაფინანსებით მწერალთა სახლის რეზიდენციას ეწვევა ჯერემი თაში, აშშ-ს თოისონის უნივერსიტეტის გეოგრაფიისა და გარემოს დაგეგმარების დეპარტამენტის ევრაზიული და გლობალური საკითხების მკვლევარი, ხოლო მწერალთა სახლისა და ილიას უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში ილიაუნის დაფინანსებით თბილისში ჩამოვა ორი ამერიკელი მკვლევარი: ერიკ ლი, მეოცე საუკუნის ისტორიის მკვლევარი, მრავალი სტატიისა და წიგნის ავტორი და მაია ჯაგი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი და კულტურის საკითხების მკვლევარი.
მკვლევრების თბილისში ვიზიტის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებებისა და მათთან საჯარო შეხვედრების შესახებ ინფორმაცია დამატებით გამოქვეყნდება მწერალთა სახლის ვებ-გვერდზე.
მუზეუმის მხარდამჭერია იუნესკოს პროექტი - „თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ და აშშ-ის საელჩო საქართველოში და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრის (GEC) რუსეთის დეზინფორმაციის წინააღმდეგობის ფონდი (Countering Adverse Russian Disinformation Fund) CARDIF.