2021 წლის სექტემბერში მწერალთა სახლმა, კონრად ადენაუერის ფონდის ხელშეწყობით გამოაცხადა კონკურსი ორკვირიანი სარეზიდენციო პროგრამის, „დრო, დრო აღნიშნე!“ სტიპენდიის მოსაპოვებლად. 

სარეზიდენციო პროგრამის მიზანი იყო მწერლებისა და პუბლიცისტების ხელშეწყობა ქართული საზოგადოების წინაშე არსებული მწვავე პრობლემების აღსაწერად და არსებული დაპირისპირების შემცირების გზების საძიებლად.

პროექტი გულისხმობდა გამარჯვებული ხუთი ავტორის ორი კვირით განთავსებას მწერალთა სახლის რეზიდენციაში, მათი ცხოვრებისა და კვების ხარჯებისა და ჰონორარის ანაზღაურებით.

 

კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ მწერლებს, მთარგმნელებსა და პუბლიცისტებს. კონკურსანტებისთვის შეთავაზებული პრიორიტეტული თემები იყო:

 

პროფესიულ ბიოგრაფიასთან ერთად მსურველებს საკონკურსოდ უნდა წარმოედგინათ სტატიის იდეაც, მოკლე მონახაზის სახით.


კონკურსში შემოვიდა 30-ზე მეტი განაცხადი. 15 ოქტომბერს მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭომ გამოავლინა სარეზიდენციო პროგრამის გამარჯვებულები:


ხუთი ავტორი 2021 წლის 1-დან 15 ნოემბრამდე ცხოვრობდა მწერალთა სახლის რეზიდენციაში. ამ პერიოდის განმავლობაში დაიწერა შემდეგი ტექსტები:

ტექსტები გამოქვეყნდა  ჟურნალ „არილის“ ვებ-გვერდზე.