მწერალთა სახლის კონკურსის „ბავშები ურჩევენ ბავშვებს“ დასრულების შემდეგ გამოცხადდა ახალი - ესეების კონკურსი, სადაც მოსწავლეებმა უნდა დაწერონ ესე - “ჩემი ზაფხულის წიგნი“ წინა კონკურსში გამარჯვებული წიგნების მიხედვით.
2020 წელს ესეები გამოცხადდა გამარჯვებული წიგნების მიხედვით:
- ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“;
- რაქელ პალაციოს „ავგუსტი და მე“;
- ანე ფრანკის დღიური.
ჟიურიმ შემოსული ნაწერებიდან გამოავლინა გამარჯვებულები:
- I ადგილი (ბიბლუსის 500 ლარიანი ვაუჩერი) - წმინდა ნიკოლოზის სახელობის ბრიტანული ცენტრის სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე ნოე ადეიშვილი;
- II ადგილი (ბიბლუსის 300 ლარიანი ვაუჩერი) - ქ. ფოთის წმ .ნიკოლოზის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლე სესილი ერაგია;
- III ადგილი (ბიბლუსის 200 ლარიანი ვაუჩერი) - წმინდა ბარბარეს სახელობის სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე რუსუდან ალუღიშვილი.