აღწერა: მწერალთა სახლი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - „სამოქალაქო ერთობის ძიებაში - დისკუსიების ციკლი თანამედროვე ქართული იდენტობისა და კულტურის შესახებ“.
პროექტის მიზანია უკანასკნელი 30 წლის გააზრება კულტურისა და სამოქალაქო უფლებების ჭრილში, საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების და რადიკალიზმის შემცირება, ისეთი საკითხების წამოწევა, რომელებზეც ნაკლებად საუბრობს ქართული საზოგადოება, ან პირიქით, დროდადრო მწვავდება საუბარი.
აგრეთვე, თანამედროვე ქართული ლიტერატურის ძირითადი ტექსტების განხილვა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით.
16 დეკემბერს 18:30 საათზე გიწვევთ ციკლის მორიგ დისკუსიაზე „მართლმადიდებლობა და მოდერნული სახელმწიფო - სად არის კვეთის წერტილები?“
მომხსენებლები: გიორგი წეროძე, მღვდელი; ბექა მინდიაშვილი, თეოლოგი; მოდერატორი: თამარ ცოფურაშვილი
რა სირთულეების წინაშეა მოდერნულ, სეკულარულ სახელმწიფოში ართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ერთგულად მისდევს საკუთარ ტრადიციას და ფაქტობრივად, არ იცვლება; პასუხობს თუ არა ის თანამედროვეობის მოთხოვნებს და აქვს თუ არა რესურსი მოდერნიზაციისთვის? ზოგადად, სჭირდება თუ არა ეკლესიას მოდერნიზაცია? დისკუსიის მონაწილეები შეეცდებიან უპასუხონ ან კითხვებს.
გაშუქება: მწერალთა სახლის სოციალური ქსელები და ვებგვერდი, ონლაინ მედია პლათფორმა „პუბლიკა“