20/12/2021

„ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ ლიტერატურული კონკურსის დაჯილდოების ცერემონია და კრებულის პრეზენტაცია

 20 დეკემბერს, 17:00 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ გამარჯვებულების დაჯილდოება და კონკურსის ფარგლებში შექმნილი ნაწარმოებების კრებულის პრეზენტაცია.

 „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურულ კონკურსია, რომლის მიზანია მოზარდებში ცნობიერების ამაღლება კონფლიქტის ზონებისა და საქართველოს ოკუპაციიის შესახებ, მათთვის იმის შეხსენება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ჩვენი თანამოქალაქეები არიან, რომლებთანაც საერთო ისტორიული წარსული გვაკავშირებს. სოხუმის დაცემიდან სამი ათეული წლის შემდეგაც ვერ ხერხდება არამხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობების დასტაბილურება, თითქმის გაწყვეტილია კავშირი აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს შორის, წლებთან ერთად რთულდება ისტორიული ურთიერთობების შენარჩუნება და ახალი თაობისთვის აფხაზეთი ნელ-ნელა იქცევა ისტორიულ წარსულად.

ლიტერატურული კონკურსის ინსპირაცია გახდა ირაკლი შამათავას მიერ შედგენილი და გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ გამოცემული წიგნი „ვილაპარაკოთ. 33 ამბავი აფხაზეთზე“. ამ წიგნს და კონკურსს ერთი იდეა აერთიანებთ - ახალ თაობას ვესაუბროთ არა ომზე, არამედ ვესაუბროთ მშვიდობაზე და იმაზე რა იყო ომამდე.

 

ლიტერატურული კონკურსის პარტნიორია გამომცემლობა „ინტელექტი“ და კავკასიის უნივერსტეტი.