13 აპრილს 18:30 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება უკრაინული საღამო და პოეზიის ანთოლოგიის პრეზენტაცია.
ორგანიზატორები: მწერალთა სახლი და გამომცემლობა პალიტრა L
თანამედროვე უკრაინელი მწერლების შემოქმედება როგორც კოლექტიურ მეხსიერებაში დალექილი ტრაგედიების მოუშუშებელ იარებს, ისე უკრაინელი ხალხის გამძლეობასა და იმედით სავსე სულისკვეთებას ასახავს.
„ეს კრებული უცებ მომზადდა და დაიბეჭდა. იმ ემოციურმა ტალღამ, რომლის ქვეშაც ყველა ერთნაირად მოგვაქცია რუსეთ-უკრაინის ომმა და უკრაინელთა შეუპოვარმა ბრძოლამ სამშობლოს დასაცავად, გააჩინა ამ წიგნის გამოცემის სურვილი" - შოთა იათაშვილი.