06/05/2022

„ქართული ამბოხი ტექსელზე“ - წიგნის წარდგენა და შეხვედრა ავტორთან

პარასკევს, 6 მაისს, 19:00 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება ერიკ ლის წიგნის - „ქართული ამბოხი ტექსელზე: ბოლო ბრძოლა ევროპაში“ წარდგენა და შეხვედრა ავტორთან.
წიგნს წარადგენს ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე.
მოდერატორი - ნატო ალხაზიშვილი
ერიკ ლი მწერალთა სახლისა და ამერიკის საელჩოს ერთობლივი სარეზიდენციო პროგრამის Writer-in-Residence გამარჯვებულებს შორისაა. ამავე პროგრამის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, თბილისს კიდევ ორი მკვლევარი ესტუმრება.
სამივე მკვლევარი მწერალთა სახლის რეზიდენციაში ცხოვრების პერიოდში იმუშავებს რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმში თავმოყრილ საარქივო მასალებსა საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული ქართველი მწერლების ისტორიებზე.
ერიკ ლი მეოცე საუკუნის ისტორიის მკვლევარი, მრავალი სტატიისა და წიგნის ავტორია. „ქართული ამბოზი ტექსელზე“ ავტორის მეორე წიგნია, რომელსაც ქართულად გამომცემლობა „ზიარი“ გამოსცემს.