10/05/2022

ქართული ფუტურიზმის ასი წელი

1922 წლის მაისში თბილისში შედგა ქართველი ფუტურისტების პირველი საღამო და გამოქვეყნდა ქართული ფუტურიზმის პირველი მანიფესტი: „საქართველო-ფენიქსი“. 
მომდევნო წლებში გამოიცა ქართველი ფუტურისტების ჟურნალები და გაზეთი, სადაც დაიბეჭდა ლექსები, დეკლარაციები და თეორიული სტატიები.
ამგვარად, საქართველოში ფუტურისტების მოღვაწეობიდან ასი წელი სრულდება.
საღამოზე წარმოდგენილი იქნება საპილოტე კრებული „ქართული ავანგარდიზმი“.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://fb.me/e/1Q9nIdR7V