5 ივნისს, 21:00 საათზე მწერალთა სახლში ევროპული საქველმოქმედო ტურის ფარგლებში გაიმართება უკრაინელი დოკუმენტალისტის კატერინა სტრელჩენკოს ფილმის „ოლეს გონჩარი. სიტვა როგორც იარაღი“ ჩვენება. მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი არის ისტორიული დრამა, რომელიც მოგვითხრობს უკრაინელი მწერლის ოლეს ტერენტიოვიჩ გონჩარის ცხოვრებაზე, მწერლობასა და საზოგადოებრივ საქმიანობაზე, მის როლზე უკრაინულ კულტურაში და უკრიანის დამოუკიდებლობაზე.
ფილმის საქველმოქმედო ტური უკრაინული ჯარის მხარდასაჭერად 2022 წლის 3 მაისს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც უკვე გაიმართა ფილმის ჩვენებები ბუდაპეშტში, კრაკოვში, ბერლინში, ამსტერდამში, როტერდამსა და ევროპის სხვა ქალაქებში. საქველმოქმედო ტურს თბილისი 5 ივნისს შეუერთდება.
ფილმი უკრაინულ ენაზე ქართული სუბტიტრებით იქნება ნაჩვენები, დასწრება თავისუფალია.
უკრაინული ჯარის მხარასაჭერად გადადით ბმულზე: https://bit.ly/3KHaXAQ